primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

არასოდეს ყოფილა ეს ქვეყანა უფრო შორს ევროპისგან, ვიდრე დღეს და ეს არის სწორედ „ქართული ოცნების" 9-წლიანი მმართველობის დამსახურება - სამადაშვილი

  • პოლიტიკა
  • 30.11.2021
  • 14:51
 არასოდეს ყოფილა ეს ქვეყანა უფრო შორს ევროპისგან, ვიდრე დღეს და ეს არის სწორედ „ქართული ოცნების" 9-წლიანი მმართველობის დამსახურება - სამადაშვილი

"ჩემი ცხოვრების 16 წელიწადი მივუძღვენი ამ ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას. არასდროს ჰქონია ჩემთვის მნიშვნელობა იმას, თუ რომელი პოლიტიკური ძალა გაიფორმებს ევროპასთან ურთიერთობაში წარმატებას, რადგან ევროპასთან ჩვენი დაახლოება ქვეყნის წარმატებაა. არასოდეს ყოფილა ეს ქვეყანა უფრო შორს ევროპისგან, ვიდრე არის დღეს და ეს არის სწორედ „ქართული ოცნების" 9-წლიანი მმართველობის დამსახურება", - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ირაკლი კობახიძეს უცნაური წარმოდგენა აქვს თუ რა არის ევროპული დემოკრატიული ცივილიზაცია.

„ბატონ კობახიძეს როგორც ჩანს მიაჩნია, რომ დილეგში და საპყრობილეში ჩაგდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თრევა და მის მიმართ არაადამიანური მოქცევა - ეს არის ევროპული საქციელი. ბატონ კობახიძეს მიაჩნია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთანხმებული ხელშეკრულების უკან მიგდება ევროპისთვის - არის ევროპული საქციელი, როგორც ჩანს ბატონ კობახიძეს მიაჩნია, რომ კარდაკარ სიარული ევროპაში და დამტკიცება იმისა, რომ ქვეყანაში უკანასკნელი ბასტიონი, დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუცია სახალხო დამცველის სახით - რეალურად არის „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი პროექტი - და ეს არის ევროპული საქციელი, როგორც ჩანს ბატონ კობახიძეს ისიც სჯერა, რომ სატელევიზიო სივრცეში პუტინის სურათის ტრიალისთვის, დამოუკიდებელი ტელევიზიის დაჯარიმება - ეს არის ევროპული საქციელი; ალბათ იმისაც გჯერათ, რომ როდესაც პროკურატურა ემუქრება დამოუკიდებელ ტელევიზიას საგამოძიებო სიუჟეტისთვის - ესეც არის სწორედ ისეთი საქციელი, რომელიც არის ევროპული სტანდარტების კარგი მაგალითი; ალბათ იმისიც გჯერათ, რომ ეს ქვეყანა რომ შედის მსოფლიოში ათ ყველაზე სახიფათო ქვეყანაში კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით - ესეც ევროპული სტანდარტია და განათლების სტანდარტით, მსოფლიოში გამოკითხული ქვეყნებიდან, ყველაზე დაბალ ათეულში რომ ვართ - ალბათ ესეც ევროპული სტანდარტია. რბილად რომ ვთქვა, თქვენ უცნაური წარმოდგენა გაქვთ თუ რა არის ევროპული სტანდარტი", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. მან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მაკა ბოჭორიშვილსაც მიმართა, რომელმაც სხდომაზე ირლანდიაში, ლიეტუვასა და სტრასბურგში საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტებთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა.

„საქართველოს პარლამენტში არ არის საჭირო ტყუილების საუბარი. თქვენგანაც ,„ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან კი, ასეთი საუბარი არის უხერხული. ქალბატონო მაკა, თქვენ შეხვედრაზე უარი გითხრათ ლიბერალური ჯგუფების წარმოდგენელებმა, უარი გითხრათ მწვანეთა ჯგუფის წარმოდგენელებმა, შეგხვდათ ერთადერთი - ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის, სახალხო პარტიის წარმომადგენელი. თქვენ უკვე აღარ გხვდებიან ევროპაში, რადგან თქვენთან საუბარს აღარ აქვს აზრი. აზრი არ აქვს საუბარს იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ სიტყვას პატივს არ სცემენ და საკუთარ პირობას არ ასრულებენ. ერთადერთი გზავნილი, რომელიც თქვენ ევროპარლამენტიდან წამოიღეთ არის ის, რომ დროულად მიიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც ელოდება როგორც ჩვენი საზოგადოება ისევე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge