png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ბარბადოსი რესპუბლიკა გახდა, მისი მონარქი ელისაბედ მეორე აღარ არის

  • მსოფლიო
  • 30.11.2021
  • 22:22
ბარბადოსი რესპუბლიკა გახდა, მისი მონარქი ელისაბედ მეორე აღარ არის

კარიბის კუნძულოვანი სახელმწიფო ბარბადოსი, რომლის მეთაურიც დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე იყო, რესპუბლიკა გახდა. ცერემონიაზე, რომელსაც ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი და მომღერალი რიანა ესწრებოდნენ, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

ახალი რესპუბლიკა სახელმწიფოს დედაქალაქ ბრიჯტაუნში იმ დღეს გამოაცხადეს, როდესაც ქვეყანა დამოუკიდებლობის 55-ე წლისთავს ზეიმობდა. ბარბადოსმა ლონდონისგან სრული დამოუკიდებლობა 1966 წელს მიიღო, ის კონსტიტუციურ მონარქიად რჩებოდა, ამიტომ ქვეყნის მეთაურად დღემდე ბრიტანეთის დედოფალი იყო.

„ამ რესპუბლიკის შექმნა ახალი ცხორების დაწყებას ნიშნავს. წარსულის ყველაზე ბნელი დღეებისა და მონობის საზარელი დანაშაულების შემდეგ, რომელმაც სამუდამოდ დატოვა ლაქა ჩვენ ისტორიაზე, ბარბადოსის ხალხი სულის საოცარი ძალით იწყებს თავის გზას“, - განაცხადა პრინცმა ჩარლზმა.

 

ბარბადოსზე პირველი ბრიტანული კოლონია 1627 წელს გაჩნდა. 200 წლის განმავლობაში კუნძულზე აფრიკიდან 600 ათასი მონა ჩაიყვანეს, რომლებიც შრომობდნენ შაქრის პლანტაციებში და თავიანთ ინგლისელ პატრონებს უზარმაზარ მოგებას აძლევდნენ. ამის გარდა, ბარბადოსი რჩებოდა უმსხვილეს სატრანსპორტო კვანძად ტრანსატლანტიკური მონათა ვაჭრობისთვის. კუნძულზე ვაჭრობა 1834 წელს აიკრძალა.

ახალ რესპუბლიკას მიესალმა დედოფალი ელისაბედ მეორეც. მან თავის გზავნილში ერს თავისი თბილი და საუკეთესო სურვილების გადასცა, უსურვა მშვიდობა და აყვავება.

ფიცი დადო ქვეყნის ახალმა ლიდერმა 72 წილის სანდრა მეისონმა, რომელიც 2018 წლიდან ბარბადოსის გენერალ-გუბერნატორი იყო, ოქტომბერში ქვეყნის პარლამენტმა ის პრეზიდენტად აირჩია.

ამის გარდა, ცერემონიას ესწრებოდა მომღერალი რიანა, რომელიც კუნძულზე დაიბადა. 2018 წელს მას ბარბადოსის საგანგებო და სრულუფლებიანი ლეჩის რანგი მიენიჭა. დღეს პრემიერ-მინისტრმა მია მოთლიმ კი მას ეროვნული გმირი უწოდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge