png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ლივინ დეველოპმენტი" თანამედროვე საცხოვრებელ უბანს გააშენებს

  • ბიზნესი
  • 01.12.2021
  • 13:35
 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ლივინ დეველოპმენტი" თანამედროვე საცხოვრებელ უბანს გააშენებს

საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „ლივინ დეველოპმენტი“ ნაძალადევში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი უბნის პროექტს ახორციელებს. პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მიერ 2,85 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

აღნიშნული პროექტი ორ 12 სართულიან და ორ 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, 4,800 კვ.მ.ზე მეტ გამწვანებულ სივრცეს და 200 საპარკინგე ადგილს გააერთიანებს. ტერიტორიაზე 600 მეტრზე მეტი სიგრძის ველობილიკი, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები განთავსდება.

გარდა ამისა, თანამედროვე უბანი გააერთიანებს 7 პენტჰაუსს, 42 ბინას დამოუკიდებელი გასასვლელით გამწვანებულ ეზოში და ცალკე მდგომ კომერციულ ფართს მიწისქვეშა პარკინგით.

„ლივინ დეველოპმენტის“ ახალი, საინტერესო პროექტი ძველი საწარმოს ადგილას თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი უბნის მოწყობას გულისხმობს. უბანი ავტომობოლებისგან თავისუფალ, მყუდრო ტერიტორიაზე 460 ზე მეტ საცხოვრებელ ბინას და სხვადასხვა სივრცეებს გააერთიანებს. პროექტი სრულ შესაბამისობაში მოდის თანამედროვე სტანდარტებთან და მაცხოვრებლების მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. ჩვენი პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გვეძლევა შესაძლებლობა ჩანაფიქრი რეალობად ვაქციოთ“, - აცხადებს „ლივინ დეველოპმენტის“ დირექტორი და თანადამფუძნებელი, მამუკა წერეთელი.

„მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ „ლივინ დეველოპმენტის“ ახალი, მწვანე პროექტის განხორციელებას. თანამედროვე უბანი ერთ პროექტში სხვადასხვა სივრცეებს გააერთიანებს, რაც ნამდვილად დიდი კომფროტია მაცხოვრებლებისთვის. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას საკუთარ საქმიანობაში. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გვერდით დგომას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge