png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოში "ბუსტერ" დოზის გაკეთების ვადა შესაძლოა 6-დან 5 თვემდე შემცირდეს

  • საზოგადოება
  • 01.12.2021
  • 14:35
 საქართველოში "ბუსტერ" დოზის გაკეთების ვადა შესაძლოა 6-დან 5 თვემდე შემცირდეს

საქართველოში "ბუსტერ" დოზის გაკეთების ვადა შესაძლოა 6-დან 5 თვემდე შემცირდეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმუნიზაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე არაერთი საკითხი განიხილეს, მათ შორის ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხები.

„განვიხილეთ მწვანე პასპორტების ამოქმედების საკითხი, რომელიც დღეიდან უკვე არის ძალაში. ასევე განვიხილეთ ეგრეთ წოდებული „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებული ცვლილებები, საერთაშორისო გამოცდილება და თუ როგორ უნდა გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამა, მათ შორის ბუსტერ დოზების გამოყენების საკითხი, რათა „ომიკრონთან“ დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე შემცირდეს.

გარდა იმისა, რომ ზოგადად ინდივიდუალურ დონეზე დაცვის ღონისძიების გამოყენება მნიშვნელოვანია, ასევე ხაზგასმით იქნა აღნიშნული ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების და ბუსტერ დოზების გამოყენების მნიშვნელობა. ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი დღეს კიდევ ერთხელ დეტალურად დაამუშავებს ბუსტერ დოზების სქემას და ხვალ უკვე გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები, რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის ჯგუფი ბუსტერ დოზაზე ვადის შემცირებას ექვსიდან ხუთ თვემდე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge