მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში მიიყვანეს
- სამართალი
- 02.12.2021
- 09:55
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს. პენიტენციური სამსახურის ავტომობილები სპეცრაზმის თანხლებით სასამართლოს ეზოში ცოტა ხნის წინ შევიდნენ.
პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან.
სასამართლოს ტერიტორიაზე პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებია მობილიზებული. გადაკეტილია აღმაშენებლის ხეივანი.
ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200