png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ყვარელში ვერ დავამთავრე ის, რაც მინდოდა, მაგრამ აუცილებლად დავამთავრებ, მაქვს ოცნება, რომ პატარა კრედიტი გამოვიტანო და 40-ნომრიანი სასტუმრო გავაკეთო - სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 02.12.2021
  • 14:43
ყვარელში ვერ დავამთავრე ის, რაც მინდოდა, მაგრამ  აუცილებლად დავამთავრებ, მაქვს ოცნება, რომ პატარა კრედიტი გამოვიტანო და 40-ნომრიანი სასტუმრო გავაკეთო - სააკაშვილი

ჩვენ მოვედით ცარიელ ქვეყანაში, ავავსეთ ის და წავედით ცარიელები, - განაცხადა აქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე.

მისი თქმით, საქართველოს ბიუჯეტი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაზარდეს 12-ჯერ, ხოლო საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ.

„მინდა, ვთქვა და საქართველოს ხალხმა ეს იცის, ჩვენ მოვედით ცარიელ ქვეყანაში, სადაც ბიუჯეტში იყო ნული, იყო მრავალი თვის გაუცემელი პენსიები და ხელფასები. კარგად მახსოვს, გვაჩუქეს სურათი, ორი მოხუცებული წყვილი ზის თავის კომოდთან და კომოდი არის ცარიელი. მიწერილი ჰქონდა ამ სურათს, მიშა, ძალიან გთხოვ, აგვივსე ეს კომოდი. ჩვენ რაც შევძელით, ავავსეთ. ჩვენ საქართველოს ბიუჯეტი გავზარდეთ 12-ჯერ, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, ესეიგი, ერთიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სამუშა ადგილები გაიზარდა თითქმის ორჯერ. რაც მთავარია, ჩვენ მოვედით ცარიელ ქვეყანაში , ავავსეთ ის და წავედით ცარიელები. სანდრა და ჩემი შვილი ნიკუშა ცხოვრობენ იმავე სახლში, რომელიც ჩვენ გვაჩუქა ბაბუამისმა ედუარდმა, დედაჩემი აქამდე ცხოვრობდა იმ სახლში, სადაც მე გავიზარდე და გადავიდა ბებიაჩემის და ბაბუაჩემის 1994, თუ 95 წელს დაწყებულ  მშენებლობაში, როგორც იქნა დამთავრდა ის მშენებლობა და იქ არის ახლა გადასული.

ყვარელში ვერ დავამთავრე ის, რაც მინდოდა, მაგრამ  აუცილებლად დავამთავრებ, მაქვს ოცნება, რომ პატარა კრედიტი გამოვიტანო და 40-ნომრიანი სასტუმრო გავაკეთო, მაგრამ დღეს რაც არის, ყველას შეგიძლიათ, წახვიდეთ და ნახოთ. იყო დრო, როდესაც წავედი საქართველოდან, რომ მართლა საჭმლის ფულის პრობლემა გვქონდა და დედაჩემმა კარგად იცის. შემდეგ დავიწყე ლექციების კითხვა, ბოლო წლებში უკრაინაში ვაღიარებ, რომ ესე კარგად არასდროს ვყოფილვარ, რადგან როგორც იქნა მოხდა ბიზნეს სექტორის და ზოგადად სახელმწიფოს მიერ ჩემი გამოცდილების სათანადოდ დაფასება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge