png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

არც ერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს. ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით - მიხეილ სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 02.12.2021
  • 15:08
არც ერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს. ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით - მიხეილ სააკაშვილი

არც ერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს, ედუარდი არის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ძალიან ბევრ ქართველ სტუდენტს გაუხსნა გზა საერთაშორისო უნივერსიტეტებში, რაც მისთვის საამაყოა. მისი თქმით, მისი ვაჟი ედუარდი ყველა დროის საუკეთეოს კურსდამთავრებული იყო ამერიკულ აკადემიაში.

„2013 წელს 5 მილიონი გადავურიცხე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, თუ არ ვცდები ციფრი ასეთი იყო, 5 მილიონს მინუს-პლიუს, ქართველი სტუდენტების უცხოეთში გასაშვებად. უფრო სწორად 6 მილიონ 300, თქვენ რამდენი გადარიცხეთ? ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით, ედუარდი არის ერთადერთი ქართველი ახალგაზრდა, რომელის გინესის რეკორდების წიგნში შევიდა კომპიუტერთან დაკავშირებული რაღაც რეკორდით, მარტო ამისთვის ეკუთვნოდა მას სრული დაფინანსება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს, ეს არის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ხშირად არ მეთანხმება. შემდეგ იყო სხვა უნივერსიტეტი, სადაც უკვე ბაბუამისმა დაუფინანსა განათლება, სადაც იყო ასევე საუკეთესო სტუდენტი და რამდენი ადამიანია, რომელსაც დღეგამოშვებით, ახლა შეგიძლიათ ნახოთ, არის „ბიბისიზე“, „სიენენზე“ და სხვა ძირითად ტელესადგურებზე. ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ იმ ფონზე, როცა ათობით მილიონი დავხარჯეთ საუკეთესო ქართველი სტუდენტების გაგზავნაში, ყველა ვინც 50 საუკეთესოში ხვდებოდა, ავტომატურად იღებდა სახელმწიფო დაფინანსებას, იმ პირობებში როდესაც ჩამოვგვყავდა 2 500 ამერიკელი მასწავლებელი, რათა მარტო ჩემს შვილს კი არ ჰქონოდა ინგლისურის სწავლების საშუალება, არამედ ყველა ადამიანის შვილს ჰქონოდა ეს შესაძლებლობა ყველაზე შორეულ სოფელშიც და ყველაზე მიყრუებულ გარეუბანში. დიახაც, მე ვამაყობ, რომ ამ ფონზე, როცა ძალიან ბევრს ქართველ ახალგაზრდას გავუხსენით გზა, ასევე ჩემი შვილიც აღმოჩნდა ნიჭიერი, თუ ვინმე ამას უარყოფს, რომ ის ნიჭიერია და ოროსანია ზოგიერთებივით, ეს თქვენი შეფასების თემაა. მეგობრებო ყველას კარგად გესმით, რაზე არის ეს პროცესი. ეს პროცესი არის დაშინებული, აკანკალებული ოლიგარქის მცდელობა, მოახდინოს ჩემი გაჩუმება, ცდილობდა ჩემს მორალურ გატეხვას“, – განაცხადა სააკაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge