png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რუსეთი გამოდის ინიციატივით, ნატო-სთან ერთად მომზადდეს შეთანხმება, რომელიც გამორიცხავს აღმოსავლეთით ალიანსის გაფართოვებას - ზახაროვა

  • მსოფლიო
  • 02.12.2021
  • 19:09
რუსეთი გამოდის ინიციატივით, ნატო-სთან ერთად მომზადდეს შეთანხმება, რომელიც გამორიცხავს აღმოსავლეთით ალიანსის გაფართოვებას - ზახაროვა

რუსეთი გამოდის ინიციატივით, ნატო-სთან ერთად მომზადდეს ერთობლივი შეთანხმება, რომელიც გამორიცხავს აღმოსავლეთით ალიანსის გაფართოვებას და რუსეთის საზღვრებთან შეიარაღების სისტემების განთავსებას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რიგაში ნატო-ს საბჭოს ორდღიანი სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.  

 „დარწმუნებულები ვართ, რომ შექმნილი სიტუაციის მოგვარების ერთადერთი ვარიანტი - ეს არის გრძელვადიანი შეთანხმების მომზადება, რომელიც გამორიცხავს ნატო-ს ნებისმიერ შემდგომ გაფართოვებას აღმოსავლეთით და რუსეთის ტერიტორიების სიახლოვეს ჩვენთვის საფრთხის შემცველი შეიარაღების სისტემების განლაგებას“, - განაცხადა ზახაროვამ.

ამასთან, ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვისთვის წითელ ხაზად რჩება ნატო-ში უკრაინის მიღება.

 „ალიანსის სამხედრო ორბიტაზე კიევის წინსვლის გაგრძელება, ნატო-ს მიერ ამ ქვეყნის სამხედრო ინფრასტრუქტურის დე-ფაქტო ათვისება, სწრაფვა აქციოს ის რუსეთის საწინააღმდეგო პლაცდარმად, რომელსაც სერიოზული ნეგატიური შედეგები მოჰყვება, შექმნის ევროპაში სამხედრო პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციას“, - განაცხადა ზახაროვამ.

ამასთან, ზახაროვამ დასძინა, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთს არწმუნებდნენ, რომ ნატო-ს იურისდიქცია და სამხედრო ძალები აღმოსავლეთის მიმართულებით წინ ერთი დიუმითაც არ წაიწევდა. მისი თქმით, დღეს ყველა დაპირება დავიწყებულია და შესრულებელი.

ზახაროვამ უარყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოსალოდნელი აგრესია და აღნიშნა, რომ „სწორედ ნატო მიუახლოვდა რუსეთს, ატარებს წვრთნებს და ზრდის სამხედრო ინფრასტრუქტურას რუსეთის საზღვრებთან“.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge