png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

9 მილიონი მოიპარა სააკაშვილმა და აფინანსა თავისი ოჯახის წევრები, პირადი ექიმი, სხვა ქვეყნის ვიღაც მსახიობი - მდინარაძე

  • პოლიტიკა
  • 03.12.2021
  • 18:21
9 მილიონი მოიპარა სააკაშვილმა და აფინანსა თავისი ოჯახის წევრები, პირადი ექიმი, სხვა ქვეყნის ვიღაც მსახიობი - მდინარაძე

„თუ შევარდნაძის ხელისუფლება, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაანაცვლა, ცნობილი იყი იმით, რომ მასში კორუფცია მეტასტაზებივით იყო მოდებული, ასევე ეს მიდგომაც ჩაანაცვლეს და აღმოფხვრეს ტოტალური მასობრივი კორუფცია, უნდა ვთქვათ გულწრფელად, მაგრამ ეს ჩაანაცვლეს ელიტარული კორუფციით", - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, თანხები, რომლებსაც ქრთამის სახით იღებენ, კი არ იყო ისეთი წვრილ-წვრილი, როგორც მანამდე, 2003 წლამდე ხდებოდა, არამედ ძალიან გამსხვილდა და ელიტარული კორუფცია იყო მათი დამახასიათებელი ნიშანი იმ ტოტალურ ძალადობასთან და შიშთან ერთად, რაც ასევე ახასიათებდა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს.

"ჩვენ მიგვაჩვიეს, რომ 48 მილიონი მოიპარა, გაფლანგა, მივეჩვიეთ. ადამიანებს იჭერდნენ 500 ლარზე, 50 ლარზე, 400 ლარზე, 700 ლარზე და ასე შემდეგ. 48 მილიონი მოიპარა უგულავამ, მერე რა, იქ გაფლანგა, გამოფლანგა, რატომ არის ცუდი. არაფერი თითქოს.

9 მილიონი მოიპარა სააკაშვილმა და აფინანსა თავისი ოჯახის წევრები, პირადი ექიმი, სხვა ქვეყნის ვიღაც მსახიობი, მათ შორის სხვა ქვეყნის მსახიობს აფინანსებდა ქვეყნებში გადაფრენის მიზნობრიობით, ოჯახის წევრების სწავლის საფასურს, ცურვის ანაზღაურება, მასწავლებლის თანხები და მსგავსი საკითხები და 9 მილიონი გახდა პიჯაკების საქმე. პიარული სვლაა მხოლოდ იმისთვის, რომ აი, პიჯაკი შეიძინა საწყალმა, გაჭირვებულმა პრეზიდენტმა და 9 მილიონი კი არ არის, პიჯაკია სინამდვილეში. აქამდე რომ მოხდეს ამის დაყვანა, ეს პიარული ე.წ. ხრიკებია ამაში ჩადებული. ამ დროს, განსაკუთებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების საკუთარ ტანზე, ოჯახსა და საკუთარ ინტერესებზე მორგებაზე, მისაკუთრებასა და მოპარვაზეა საუბარი. ეს უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან. ამაშია მთელი უბედურება, რომ ამ ყველაფრის პიჯაკების საქმემდე დაყვანა არ შეიძლება. ეს არის ცუდი პიარული სვლა, რომელიც ვერ გავა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge