png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ვიბრძოლოთ ერთად და გაძლევთ გარანტიას, რომ შემდეგი წლის ბოლომდე გექნებათ მინიმუმ იმდენივე შემოსავალი, რაც პოლონეთში, ან თუნდაც გერმანიაში - სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 06.12.2021
  • 15:57
ვიბრძოლოთ ერთად და გაძლევთ გარანტიას, რომ შემდეგი წლის ბოლომდე გექნებათ მინიმუმ იმდენივე შემოსავალი, რაც პოლონეთში, ან თუნდაც გერმანიაში - სააკაშვილი

ვიბრძოლოთ ერთად და გაძლევთ გარანტიას, რომ შემდეგი წლის ბოლომდე გექნებათ მინიმუმ იმდენივე შემოსავალი, რაც პოლონეთში, ან თუნდაც გერმანიაში - ამის შესახებ ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაში, რომლითაც ის საზოგადოებას მიმართავს.

მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს, არ წავიდნენ საქართველოდან ემიგრაციაში და ერთად იბრძოლონ არსებული ვითარების შესაცვლელად.

"არ წახვიდეთ, აქ ვიბრძოლოთ ერთად! რაც მესმის და ვხედავ კიდევ 1 მილიონი ჩვენი თანამემამულე გეგმავს უცხოეთში გადახვეწას სამუშაოს და შემოსავლის გულისთვის. მინდა მოგმართოთ, ჩემი გამოცდილებიდან და საკუთარი თვალით დანახულიდან გამომდინარე - უცხოეთში ძალიან ძნელია ღირსეული ადგილის მოპოვება, მესმის, რომ აქ ისე გშიათ, ახლა ფიქრობთ, საკვებიც საკმარისია თქვენთვის, მაგრამ საკვების გარდა ადამიანს სჭირდება ღირსეული ცხოვრების პირობები, პატივისცემა და თავის სრულფასოვან ადამიანად აღქმა. ეს ყველაფერი კი ახალი ემიგრანტისთვის ძალიან ძნელია. უნდა იცოდეთ, რომ ძალიან დიდხანს თქვენ იქნებით მეორეხარისხოვანი მაცხოვრებლები, რაც ნიშნავს, რომ არამხოლოდ თქვენი ნიჭის და კვალიფიკაციის მიხედვით ვერ იმუშავებთ, არამედ უნდა ემსახუროთ ხშირ შემთხვევაში თქვენზე უფრო გაუნათლებელ და ნაკლები უნარების მქონე ადგილობრივს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის იქ დაიბადა და თქვენ ჩასულები ხართ.

გარდა ამისა, საქართველოს თან ვერ მოიკიდებთ და ვერ წაიღებთ და სამშობლოს მონატრების გრძნობა ძალიან მძიმეა. მე ეს ჩემ თავზე გამოვცადე, უნდა შეეგუოთ ასევე თქვენს შვილებთან დიდხანს განშორებას [ესეც გამოვცადე]. ხოლო თუ ბედმა გაგიღიმათ და თქვენი პატარები თან წაიყვანეთ, ხშირ შემთხვევაში ისინი აღარ იქნებიან ქართული ენის მატარებელი და არ ექნებათ ბმა ქვეყანაზე.

რას გთავაზობთ სანაცვლოდ? ვიბრძოლოთ ერთად უახლოეს კვირებში, 2-3 თვე და გაძლევთ გარანტიას, რომ არამხოლოდ სიტუაცია შეიცვლება, თითოეულ თქვენგანს შემდეგი წლის ბოლომდე ექნება მინიმუმ იმდენივე შემოსავალი, რაც პოლონეთში, საბერძნეთში ან თუნდაც გერმანიაში. ვიცი, რომ პოლიტიკოსების დაპირებების არ გჯერათ, მაგრამ გაიხსენეთ ის, რომ მე არასდროს მომიტყუებიხართ. ჩვენ შევინარჩუნებთ სამშობლოს და მომავალს!", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge