primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს ციხეთა სისტემაში მიხეილ სააკაშვილის განთავსება საფრთხის შემცველი და დაუშვებელია - "ემპათია"

  • საზოგადოება
  • 06.12.2021
  • 18:28
საქართველოს ციხეთა სისტემაში მიხეილ სააკაშვილის განთავსება საფრთხის შემცველი და დაუშვებელია - "ემპათია"

ცენტრი "ემპათია" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს კვლავ ესაჭიროება სტაციონარული მულტიდისციპლინური მკურნალობა, რეაბილიტაცია, განსაკუთრებით ნეირო - ფსიქოლოგიური მიმართულებით:

"ცენტრ "ემპათიას" საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, მხოლოდ 18 ნოემბერს მიეცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ადგილზე გაცნობის საშუალება გლდანის მე - 18 პენტიტენციურ დაწესებულებაში, ისეც ფაქტობრივი შეზღუდვებით. აღნიშნულის შემდეგ, კრიტიკული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ გავაკეთეთ მკაფიო განცხადება მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლად გადაყვანასთან დაკავშირებით. 19 – 20 ნოემბრის ღამეს იგი გადაყვანილი იქნა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა პირველად გვენახა მიხეილ სააკაშვილი 27 ნოემბერს. ჩვენს მიერ მისი მდგომარეობა იქნა შეფასებული როგორც ნეიროლეფსიური სინდრომი, ასევე გამოვლინდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, კვლავ სახეზე იყო არასათანადო მოპყრობისა და არაადეკვატური სამედიცინო ინტერვენციის შედეგადეგად შიმშილობის იძულებითი გახანგრძლივებით გამოწვეული ვერნიკეს ენცეფალოპათიის ნევროლოგიური სიმპტომატიკა.

ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით, შეიცვალა ანტიფსიქოზური პრეპარატის მიღება, რომელსაც იგი არამიზნობრივი დანიშნულებით იღებდა რუსთავის მე - 12 პენიტენციური დაწესებულებიდან მოყოლებული 27 ნოემბრამდე. ანტი - ფსიქოზური პრეპარატების არამიზნობრივად გამოყენება პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ, საერთაშორისო სტანდარტებით განიხილება როგორც ფარმაკოლოგიური წამების მეთოდი და ხშირ შემთხვევაში, იგი მიზნად ისახავს პიროვნების გატეხვასა და დამორჩილებას.

დანიშნულების შეცვლის შემდეგ (მოიხსნა ანტი ფსიქოზური პრეპარატი და დაინიშნა მდგომარეობის კორექციისათვის შესაბამისი ტრანკვილიზატორი) მიხეილ სააკაშვილმა შეძლო სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მიღება. ამავდროულად, ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფი განაგრძობს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს. მას კვლავ ესაჭიროება სტაციონარული მულტი - დისციპლინური მკურნალობა - რეაბილიტაცია, განსაკუთრებით ნეირო - ფსიქოლოგიური მიმართულებით", - აღნიშნავენ „ემპათიაში“.

ამასთან განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ციხეთა სისტემაში მიხეილ სააკაშვილის განთავსება მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველად და დაუშვებლად მიაჩნიათ.

"აღსანიშნავია, რომ მე - 12 და მე - 18 დაწესებულებაში ცენტრი „ემპათიას“ 10 ნოემბრისა და 12 ნოემბრის დასკვნების შესაბამისად, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაწესებულებიდან დაწესებულებაში გადაყვანის იუსტიციის სამინისტროს მხრიდან გასაჯაროებული ვიდეო - მასალის საფუძველზე, მისდამი საქართველოს ციხეთა სისტემაში მოპყრობა ერთობლიობაში შეფასდა როგორც წამება და არაადამიანური მოპყრობა, ფსიქოლოგიური ძალადობის, ფიზიკური ძალადობის, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების, სიცოცხლის საფრთხის გათვალისწინებით, რასაც ადგილი ჰქონდა მე-18 დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობისა თუ პაციენტისადმი მტრული გარემოს გათვალისწინებით, რასაც ემატება ანტიფსიქოზური პრეპარატის არაადეკვატური დანიშვნა - მიღება. აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. თუმცა, ამ დრომდე ყველა თანამდებობის პირი დაკავებულ თანამდებობაზე რჩება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ციხეთა სისტემაში მიხეილ სააკაშვილის განთავსება კვლავაც მიგვაჩნია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველად და დაუშვებლად.

ამჟამად, ჩვენი 22/11/2021 წლის მოთხოვნის საფუძველზე, 06/12/2021 - ში მივიღეთ N 12 - ე და N 18 - ე დაწესებულების სამედიცინო ბარათი, ასევე, პაციენტის 28/11/2021 წ. მოთხოვნის საფუძველზე, მას გადაეცა გორის ჰოსპიტალის სამედიცინო ბარათი, რომელიც ადვოკატების მეშვეობით 04/12/2021 წელს გადმოეცა ცენტრ „ემპათიას“. შემთხვევის სირთულისა და დოკუმენტაციის მოცულობის გათვალისწინებით, ცენტრი „ემპათიას“ შემაჯამებელი საექსპერტო დასკვნა წარმოდგენილი იქნება 10/12/2021 წლისთვის. დასკვნითი ნაწილი პაციენტთან შეთანხმების შემდეგ იქნება გასაჯაროებული და ცენტრ „ემპათია“ - ში ჩატარდება ბრიფინგი, რომლის ზუსტ დროს დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას.

აღნიშნული დასკვნა გადაეცემა სააკაშვილს და მის ადვოკატებს ადგილობრივ თუ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად, ასევე გადაეცემა საქართველოს სახალხო დამცველსა და სახელმწიფო ინსპექტორს, უკრაინის სახალხო დამცველს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge