primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

ბაიდენისა და პუტინის ვირტუალური შეხვედრა დაიწყო

  • მსოფლიო
  • 07.12.2021
  • 20:33
ბაიდენისა და პუტინის ვირტუალური შეხვედრა დაიწყო

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხის ფონზე, 7 დეკემბერს, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის ვირტუალური სამიტი დაიწყო.

ჯო ბაიდენი თავის რუს კოლეგასთან შეხვედრისას, გეგმავს, განიხილოს უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების მასშტაბური კონცენტრაცია.

საუბარი მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. პუტინი სამიტს სოჭში მდებარე რეზიდენციიდან ესწრება, ბაიდენი - ვაშინგტონში, თეთრ სახლში იმყოფება.

როგორც იუწყებიან, ბაიდენი აპირებს გააფრთხილოს მოსკოვი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში მისთვის სერიოზული ეკონომიკური შედეგების შესახებ.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ონლაინ შეხვედრის წინ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპელმა მოკავშირეებმა შეიმუშავეს მკაცრი სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში.

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, აშშ და ევროკავშირი უმსხვილესი რუსული ბანკებისა და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ. ერთ-ერთ ვარიანტად ასევე განიხილება რუსული რუბლის დოლარსა და გირვანქა სტერლინგში კონვერტაციის შეზღუდვა.

CNN-ის ინფორმაციით, ასევე საუბარია საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-დან რუსეთის გარიცხვაზეც.

სააგენტო Reuters-ის წყარო ამტკიცებს, რომ განიხილება სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვის წინააღმდეგ.

პუტინთან სამიტის წინა დღეს ბაიდენმა მოლაპარაკება გამართა გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელ ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.

ვიდეოკონფერენციაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთისა და იტალიის პრემიერ-მინისტრები, ბორის ჯონსონი და მარიო დრაგი, დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების თავმოყრის გამო და კრემლს სიტუაციის სასწაროფდ განმუხტვისკენ მოუწოდეს.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ უპირობოდ უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ბაიდენისა და პუტინის სამიტის დაწყებამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. გარდა ამისა, სამიტის შემდეგ ბაიდენი პირადად აცნობებს ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკების შედეგებს.

კრემლმა თავის მხრივ განაცხადა, რომ პუტინსა და ბაიდენს შორის მოლაპარაკებები სამუშაო ხასიათს ატარებს."ამ საუბრისგან არ მოველით რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას".

მოსკოვი დასავლეთისგან ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებას ითხოვს. ამავდროულად, უკრაინა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას ესწრაფვის, რასაც მოსკოვი წითელი ხაზის გადაკვეთის მცდელობად მიიჩნევს.

ფოტო: Reuters

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge