png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ბაიდენისა და პუტინის ვირტუალური შეხვედრა დასრულდა

  • პოლიტიკა
  • 07.12.2021
  • 22:00
ბაიდენისა და პუტინის ვირტუალური შეხვედრა დასრულდა

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის ვირტუალური სამიტი დასრულდა. შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

საუბარი მედიისთვის დახურულ რეჟიმში წარიმართა. პუტინი სამიტს სოჭში მდებარე რეზიდენციიდან ესწრებოდა, ბაიდენი - ვაშინგტონში, თეთრ სახლში იმყოფებოდა.

შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის საკითხი იყო. სავარაუდოდ, საუბარი ასევე შეეხო რეგიონალურ სტაბილურობას, მათ შორის ავღანეთში არსებულ ვითარებას.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ონლაინ შეხვედრის წინ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპელმა მოკავშირეებმა შეიმუშავეს მკაცრი სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში.

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, აშშ და ევროკავშირი უმსხვილესი რუსული ბანკებისა და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ. ერთ-ერთ ვარიანტად ასევე განიხილება რუსული რუბლის დოლარსა და გირვანქა სტერლინგში კონვერტაციის შეზღუდვა.

CNN-ის ინფორმაციით, ასევე საუბარია საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-დან რუსეთის გარიცხვაზეც.

სააგენტო Reuters-ის წყარო ამტკიცებს, რომ განიხილება სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვის წინააღმდეგ.

ბაიდენისა და პუტინის სამიტის დაწყებამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. გარდა ამისა, სამიტის შემდეგ ბაიდენი პირადად აცნობებს ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკების შედეგებს.

კრემლმა თავის მხრივ განაცხადა, რომ პუტინსა და ბაიდენს შორის მოლაპარაკებები სამუშაო ხასიათს ატარებს."ამ საუბრისგან არ მოველით რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას".

მოსკოვი დასავლეთისგან ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებას ითხოვს. ამავდროულად, უკრაინა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას ესწრაფვის, რასაც მოსკოვი წითელი ხაზის გადაკვეთის მცდელობად მიიჩნევს.

ფოტო: Reuters

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge