გორში დაკარგული 12 წლის გოგო ბათუმში იპოვეს
- სამართალი
- 08.12.2021
- 21:57
გორში დაკარგული 12 წლის გოგო იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ არასრულწლოვნის ადგილსამყოფელს ბათუმში მიაგნო. მოზარდი თავს კარგად გრძნობს.
არასრულწლოვანის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გრძელდება, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას ძებნა ოჯახის წევრებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ის გაკვეთილების დასრულების შემდეგ, სახლში არ დაბრუნდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200