primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ჩვენ გვჭირდება მუდმივი წინააღმდეგობის კერები ადგილებზე - მიხეილ სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 09.12.2021
  • 15:26
ჩვენ გვჭირდება მუდმივი წინააღმდეგობის კერები ადგილებზე - მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გვჭირდება მუდმივი წინააღმდეგობის კერები ადგილებზე, მაგრამ ყოველთვის კონკრეტულ თემებთან ერთად, ორი ძირითადი მიზნის გათვალისწინებით - არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვედზე წერს.

"დიდი გადატვირთვა,

ივანიშვილი ახლა არის კატასტროფულ სიტუაციაში - ყველაზე მაღალი ფასების ზრდა საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მაღალი საბანკო კრედიტების გასტუმრების განაკვეთები, ყველაზე ინტენსიური გადინება სამუშაო ძალის, პრაქტიკულად წაგებული ბოლო სამი არჩევნები ე.ი. სრული დელეგიტიმიზაცია. მინიმუმანდე შემცირებული მხარდამჭერთა ბაზარი და როგორც არასდროს ერთიანი ოპოზიცია. ასევე, რაც უმნიშვნელოვანესია რეჟიმის ყველაზე დიდი საერთაშორისო იზოლაცია და უფრო მძაფრი კრიტიკა, ვიდრე ნებისმიერ პერიოდში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.

რას შვება ივანიშვილი? - აძლიერებს დამსჯელ რაზმებს, ახალისებს კრიმინალს და ცდილობს პატარ-პატარა თემების შემოგდებით ორი მთავარი თემისგან ყურადღების გადატანას: რიგგარეშე არჩევნებისგან და ჩემი გათავისუფლებისგან.

იგივე რიგგარეშე არჩევნების თემაზე დაბნეულობის შემოსატანად შემოაგდო 2%-იანი ბარიერის თემა და ჩემ შემთხვევაში - საავადმყოფოში გადაყვანის. ასევე იქირავა "ექსპერტები", რომელთა მთავარი თემაა, რომ თურმე სააკაშვილის თემა ხელს უშლის ოპოზიციის ძირითად პროგრამას.

ახლა მისი მთავარი მოკავშირეა საახალწლო გოჭი და საცივი და ხალხის ამ თემებზე გადართვა. ამ ყველაფრით მას სურს ტემპერატურის დაგდება, ფრუსტრაციის და პასიურობის დანერგვა. ამის პარალელურად ემზადება გვარამიას, ხაზარაძის დასაჭერად და მედიის დასახურად.

რით უნდა ვუპასუხოთ ჩვენ? - პირველ რიგში, არ უნდა წამოვეგოთ მთავარი მიმართულებიდან გადაყვანას. მეორე, აუცილებლად უნდა ავუხსნათ ხალხს რაზე ვთანხმდებით. ჩემის აზრით, ეს არის დეცენტრალიზაცია ე.ი. ნამდვილი ადგილობრივი თვითმმართველობის შემოტანა და მეორეს მხრივ თავისუფლება - არჩევანის, სასამართლოს, პროკურატურის, მედიის და თავისუფლება ძალადობისგან.

ჩვენ გვჭირდება მუდმივი წინააღმდეგობის კერები ადგილებზე, მაგრამ ყოველთვის კონკრეტულ თემებთან ერთად, ორი ძირითადი მიზნის გათვალისწინებით - არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ვემზადებით ძალიან დიდი აქციისთვის დეკემბერში იმისათვის, რომ ხალხმა შვებით ამოისუნთქოს. საქართველოს სჭირდება ფართო შეთანხმება და დიდი გადატვირთვა. ძალა ერთობაშია!" - წერს სააკაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge