რუსეთმა მოახდინა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია, დაიპყრო ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს! აღარანაირი დათმობა - ლინას ლინკევიჩუსი
- პოლიტიკა
- 11.12.2021
- 15:07
მოახდინა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია, დაიპყრო ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს! აღარანაირი დათმობა, - წერს ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. ის ამბობს, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე შეუძლებელი გახდა ნატო-ს მოკავშირეთა ნაწილის დარწმუნება, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის მაპი მიენიჭებინათ.
ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ რუსეთისთვის რაიმეს დათმობა უკვე აღარ შეიძლება.
„2008 წელს ნატო-ს სამიტზე ბუქარესტში ჩვენ ვერ შევძელით, დაგვერწმუნებინა მოკავშირეები, რომ უკრაინასა და საქართველოსთვის მაპი მიგვენიჭებინა. ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას მოახდენდა. რუსეთის პროვოცირება პირიქით მოხდა – მან მოახდინა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია, დაიპყრო ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს! აღარანაირი დათმობა“ (პირველი არხის თარგმანი), – წერს ლინას ლინკევიჩუსი.