primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

პირბადის ტარების მაჩვენებელი ისევ დაბალია ქვეყანაში - ამირან გამყრელიძე

  • პოლიტიკა
  • 11.12.2021
  • 15:13
პირბადის ტარების მაჩვენებელი ისევ დაბალია ქვეყანაში - ამირან გამყრელიძე

ჯერჯერობით ახალი შტამი „ომიკრონი“ საქართველოში არ გამოჩენილა და ყველა ეს ფაქტორი ერთობლიობაში ხელს უწყობს იმას, რომ ნელი სტაბილიზაციისკენ სვლა გახლავთ, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა ნელი ტემპით კლებულობს.

„გიდასტურებთ, რომ ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა ნელი ტემპით კლებულობს. ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა მერყეობს 3 500-4 500 შორის, აღარ არის 5 000-6 000 და ა.შ. ასევე, უკვე სტაბილურად რვა პროცენტს ჩამოცდა ბოლო ორი კვირაა დადებითობის მაჩვენებელი. მნიშვენელოვანია, რომ ეს ტენდენცია მყარად გრძელდება ბოლო დღეებია, მაგრამ ნიშნული მაინც მაღალია. ნახტომისებური, რადიკალური შემცირება არ გვაქვს, გვაქვს ნელი ტემპით, მაგრამ შემცირება და სტაბილიზაციისკენ სვლა არის მაღალ ნიშნულზე. ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგანაც 3 500 ახალი შემთხვევა ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ძალიან მაღალია. თუ რას უკავშირდება ეს – თანდათან, მაინც აცრების მაჩვენებელი იზრდება, თვითონ ვირუსს აქვს გარკვეული ციკლური მიმდინარეობა, ყველა შტამს; ჯერჯერობით ახალი შტამი „ომიკრონი“ საქართველოში არ გამოჩენილა და ყველა ეს ფაქტორი ერთობლიობაში ხელს უწყობს იმას, რომ ნელი სტაბილიზაციისკენ სვლა გახლავთ; მაგრამ ეს არ არის დამშვიდების საფუძველი, რადგანაც ციფრები მაინც მაღალია. ჩვენ ნოემბერში გადავიარეთ მეხუთე ტალღის პიკური პერიოდი. ახლა ზამთრის პერიოდია, რესპირატორული ვირუსები აქტიურდება და თავისუფლად შეიძლება, რომ ისევ გვქონდეს ზრდის ტენდენცია, თუ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რაზეც ვსაუბრობთ და სამწუხაროდ, არ ვიცავთ. პირბადის ტარების მაჩვენებელი ისევ დაბალია ქვეყანაში, კვლავ ინიშნება დიდი შეკრებები სხვადასხვა მიზეზით, აცრების მაჩვენებელი მომატებულია დეკემბერში, 10 დან 11 000-მდეა ყოველდღიური, მაგრამ ეს არასაკმარისია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.​

გამყრელიძის თქმით,​ სიკვდიალიანობა არ შემცირდება, ვიდრე ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა არ ჩამოვა 1 000-ს ქვემოთ.

„ახალი წელი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. ყველას ვუსურვებ პანდმიის დასრულებას 2022 წელს, მაგრამ მაინც ყველა უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მოკრძალებული გვქონდეს ეს დღესასწაული, თავი ავარიდოთ ძალიან დიდი შეკრებებს, ყველგან ვიყოთ პირბადით – იქნება დახურული თუ გარე სივრცე, ყველა შეკრება იქნება თუ ბავშვებისთვის კონცერტი, ადამიანები იყვნენ აცრილი, დაუშვან მხოლოდ მწვანე პასპორტებით და დავიცვათ რეგულაციები“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო-პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო-პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge