primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების, შევიკრიბოთ ეკლესიაში - მეუფე იაკობი

  • საზოგადოება
  • 13.12.2021
  • 13:58
თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების, შევიკრიბოთ ეკლესიაში - მეუფე იაკობი

თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ხირსის მამათა მონასტერში, ქადაგებისას განაცხადა.

 "კორონას კაცობრიობა და მათ შორის ქართველები კი ადვილად დავამარცხებთ, მაგრამ რა ჭირიც შიგნით გვაქვს, ეს ძალიან რთული დასამარცხებელი იქნება. ჩვენ ერთმანეთს დავარამცხებთ თუ არ გავიაზრეთ რა გველოდება წინ. ერთი რაღაც იმედს მაძლევს, რამდენიმე წელია შერიგებაზე ვლაპარაკობ, შენდობას ვითხოვ. ცოტა მძიმედ ვიტყვი: ეკლესიაში პატრიარქმა და ჩვენ ვიცით რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ, ასე დაყოფილი აღარ ვიყოთ. ცოტანი ვართ და ყველა მხარეს ყველა ჩვენია. ჩვენ განა არ შეგვიძლია მართლის და მტყუანის გარჩევა, დღეს ის დროა მხარეს ვეღარ იჭერ. დღეს შეიძლება ერთი მხარე ავირჩიოთ. ეს არის საქართველო და ყველა უნდა დავდგეთ საქართველოსთან იმიტომ, რომ საქართველო ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სამშობლო და ჩვენი სახელმწიფოა. სხვა სამშობლო ჩვენ ქართველებს და აქ მაცხოვრებელ ხალხს არ გაგვაჩნია, ეს არის და ვერავინ ვერ შეგვიცვლის.

ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთხელ,   დღესასწაული იყო, მაშინაც ვთქვი შერიგებაზე, ვცდილობ რომ მხარედ არ გამოვჩნდე,  ვიცი სად არის ჭეშმარიტება და სიმართლე, მაგრამ დგება ხოლმე დრო "ზოგჯერ თქმა სჯობს არა- თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო", შეიძლება ასეთ სიტუაციაში ვიყოთ.  დღეს მთავარია ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვნახოთ ქართველებმა. ეკლესიაში იმიტომ მოვუწოდებ, მე გამიხარდა ცალკეულმა პარტიებმა, თუნდაც პრეზიდენტის გამოხმაურებამ თუ არა ეკლესიაში შანსი არ არის, ჩვენი შერიგების, ეს ყველამ კარგად ვიცოდეთ. იმიტომ, რომ ეკლესიაში შერიგება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით, დღეს არ ვუფრთხილდებით. ვიღაცებს უნდათ თავზე რაღაც მოახვიოს , მასე არ გამოვა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, მე ვიქნები თუ სხვა, საზოგადოების ნაწილი თუ ხელისუფლებები, ვაღიაროთ ის შეცდომები, თუ დანაშაულებები, რაც ერთმანეთის მიმართ  მიგვიძღვის. დაწყებული, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას როგორ მოვეპყარით, დაიწყეს ძმათამკვლელი  ომი და დავზარალდით ქვეყანა, შემდეგ აფზახეთში და ცხინვალის რეგიონში გადაგვივიდა ეს საკითხები და კარგად ვხედავთ დღეს როგორ მდგომარეობაში ვართ.

იმედით ვარ აღსავსე, იმიტომ, რომ ამ ბოლო პერიოდში ყველა ლაპარაკობდა შერიგებაზე. მე ვფიქრობ, ვნახავთ გზას,  რომ შევიკრიბოთ ეკლესიაში, ჩვენ გვაქვს მძიმე სათქმელი ძალიან ბევრისთვის. იმათაც თუ რამე აქვთ სათქმელი, გვითხრან. სჯობია ეკლესიაში მოხდეს, ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით და რაც მთავარია ყველაში უნდა მოხდეს შერიგება. ეკლესიამ ვიცით, ეს როგორ უნდა მოხდეს. სინოდის უდიდესი ნაწილი პატრიარქიდან დაწყებული, თუნდაც იცით, მე როგორი ვარ ხოლმე გამონათქვამებში. რამდენი ხანია ჩუმად ვარ იმიტომ, რომ არ მინდა ისე გავაკეთო, რომელიმე მხარეს აღმოვჩნდე. შერიგებას მოახდენს ის ხალხი, რომელიც მხარე არ იქნება და საქართველოს მხარეს იქნება. თუ მხარეს დადექი, ეპისკოპოსი დღეს ან მთავრობის მხარეს თუ დავდექი, ან ვიღაცების მხარეს თუ დავდექი, არ გამოვა მასე. იმიტომ, რომ მე ვხედავ, რომ ჩვენ ერს უნდა ერთად ყოფნა. ჩვენ თუ ერთად არ ვიქნებით, რა სისულელეა დაამარცხე კორონა, შიგნით თუ ასე დავჭამეთ ერთმანეთი . წელიწადზე მეტია ქვეყანას უკვე განვითარების საშუალება აღარ ეძლევა. ქუჩაში სირბილი კალიების შემოსევა ხომ არ არის დავჭამოთ ერთმანეთი. ისინი მოსავალს ჭამენ  ჩვენ კი ერთმანეთს ვჭამთ. რაღაც ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა ვნახოთ. ბევრი დგას საქართველოს მხარეს, ბევრს ჰგონია საქართველოს მხარეს დგას პირდაპირ გეტყვით, არ დგანან. არ უნდა დავასუსტოთ ჩვენი ქვეყანა. ომია, მესამე მსოფლიო ომია (პანდემიას ვგულისმობ)  მსხვერპლი გვექნება , მაგრამ უნდა ვეცადოთ ნაკლები მსხვერპლით გავიმარჯვოთ ომში. სამწუხაროდ, ასეთი ომები, ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ  ხელოვნური არ არის. თან ვიცი, რასაც ვამბობ.

ეს ხელოვნურად გამოწვეული არ არის და როგორღაც უნდა დავაღწიოთ თავი. როგორღაც ქართველებმა უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი.

საქართველოში კაცი არ უნდა დაგვრჩეს ისეთი , რომ ნაწყენი იყოს, ვისაც ქართველი და საქართველო უყვარს. თორემ შეიძლება ვიღაცა იყოს შემოპარული და იმას ეწყინოს. რა მრწამსის, ეროვნების, როგორი აზროვნებაც არ უნდა გვქონდეს, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, ჩვენი საქართველოა და გავერთიანდეთ" - ამბობს მეუფე იაკობი ქადაგებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge