png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

სააკაშვილის აზრები არ გვაინტერესებს, ის ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალური არ არის - ანრი ოხანაშვილი

  • პოლიტიკა
  • 14.12.2021
  • 12:53
სააკაშვილის აზრები არ გვაინტერესებს, ის ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალური არ არის - ანრი ოხანაშვილი

სააკაშვილის აზრები ჩვენ არ გვაინტერესებს, ის ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალური არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, რომელიც მას კანონით აქვს დაკისრებული.

„ის სრულად მოიხდის სასჯელს, რაც მას კანონით აქვს დაკისრებული. ჩემი თხოვნა იქნება, ჩვენს საზოგადოებას დროს ნუ დააკარგვინებთ ამ შეკითხვებზე პასუხის მოსასმენად. ჩვენთვის ეს ადამიანი აქტუალური არ არის. მას კანონის შესაბამისად აქვს მიკუთვნებული ადგილი, სადაც უნდა იყოს. თუკი შეიძლება, რომ მასთან დაკავშირებით ვინმემ გააკეთოს კომენტარი ეს, პენიტენციური სამსახურია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტი უფლებამლსილია ისაუბროს იმ თემაზე, რაც მან სამიტზე გააჟღერა. მისივე თქმით, თუკი ვინმე ორიენტირებულია პოლარიზაციაზე, ესაა „ნაციონალური მოძრაობა“.

„პრეზიდენტი უფლებამოსილია, ისაუბროს იმაზე, რა ინიციატივაც გააჟღერა. თუკი ვინმე ორიენტირებულია პოლარიზაციაზე, ესაა ის მარგინალური, დესტრუქციული ჯგუფი, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც აქვს შესაბამისი რაოდენობით პარლამენტში მუშაობის  მანდატი და არ ახორციელებენ მათთვის კონსტიტუციით დაკისრებულ უფლებამოსილებებს. ამიტომ ეს კითხვები „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა დაუსვათ, როდის აპირებენ, დაბრუნდნენ საქართველოს პარლამენტში და იმუშაონ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის სამიტზე თქვა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, რომელშიც ჩართული იქნება მთელი საზოგადოება. „პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge