png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზას აფერხებს და პუტინის მოკავშირეა ის გადაწყვეტილებები, რასაც „ქართული ოცნება" ბოლო პერიოდში იღებს - გიორგი ვაშაძე

  • პოლიტიკა
  • 14.12.2021
  • 14:13
ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზას აფერხებს და პუტინის მოკავშირეა ის გადაწყვეტილებები, რასაც „ქართული ოცნება" ბოლო პერიოდში იღებს - გიორგი ვაშაძე

საპარლამენტო ფრაქცია "რეფორმების ჯგუფის" წევრმა გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ აუცილებელია, ოფიციალურად მოხდეს უარყოფა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებისა იმის შესახებ, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

„მყისიერად იყო პასუხი ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან (ენტონი ბლინკენის განცხადება), რომ ნატოს კარი ღიაა საქართველოსა და უკრაინისთვის, თუ ისინი კვლავაც ისწრაფვიან წევრობისკენ და თუ ისინი დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს, პროცესი წინ წავა და დაჩქარდება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. .

გიორგი ვაშაძემ ხაზი გაუსვა, განცხადებაში მოყვანილ აქცენტს „კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე.

"ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა, დემოკრატიული რეფორმები, პოლიტიკურ დევნაზე უარის თქმა, ის უამრავი ეკონომიკური რეფორმა, რომელიც გასატარებელია, მაგრამ რა ხდება რეალურად დღეს ქვეყანაში? სამწუხაროდ, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზას აფერხებს და პუტინისა და რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეა ის გადაწყვეტილებები, რასაც „ქართული ოცნება" ბოლო პერიოდში იღებს", - განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა დეპუტატმა.

მისი თქმით, წორედ პუტინისა და რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეობაა ის ფაქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ" ნატოს კომუნიკეში მოხსენიებულ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირება გაუკეთა, უარს ამბობს რა სასამართლო რეფორმაზე, საკონსტიტუციო რეფორმაზე, არ მიმდინარეობს ეკონომიკური რეფორმები და სიღატაკეში იღრჩობა ქვეყანა, უამრავი ადამიანი ქვეყანას ტოვებს სარჩოს მოსაძიებლად.

"რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეობაა, როდესაც თქვენ ცესკო-ს თავმჯდომარის წესის რევერსი გინდათ გააკეთოთ, რომელიც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგების გარანტიის ქვეშ იქნა მიღებული 19 აპრილის შეთანხმებით. ჩვენი უსაფრთოხების გარანტია მხოლოდ ნატოში ინტეგრაციის დაჩქარება შეიძლება იყოს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, მთელმა მსოფლიომ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ტუპიცკი იმით, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიყვანა სანქცირებულ პირთა სიაში.

"ტუპიცკი შეიყვანა იმის, გამო, რომ მან ატიკონსტიტუციურად ცნო ის ანტიკორუფციული და სასამართლო რეფორმები, რომელიც დასავლელი პარტნიორების მოთხოვნით და, სხვათა შორის, ჩემი და ჩვენი გუნდის პირადი მონაწილეობით იქნა მიღებული უკრაინაში. ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა მოქმედ მოსამართლეზე აშშ-მ გამოიყენა სანქციები. ნამდვილად არ მინდა, საქართველო მივიდეს იქამდე, რომ ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ეწინააღმდეგებიან რეფორმებს, მოხვდნენ ამერიკის სანქცირებულ პირთა სიაში", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge