png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ნუ იქნებით მსახურნი ჩვენი მტრების - ირაკლი ზარქუა ოპოზიციას

  • პოლიტიკა
  • 14.12.2021
  • 14:16
 ნუ იქნებით მსახურნი ჩვენი მტრების - ირაკლი ზარქუა ოპოზიციას

"მივმართავ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას, მგონია, რომ ჩვენ, როგორც არასდროს ისე გვჭირდება არა ქაოსი და დაძაბულობა, არამედ სწორი და მდგრადი განვითარება და ეს მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ ეს გაუთავებელი აქციები, გადაკეტვები, პიკეტები და დაძაბულობა არ შეიქმნება. ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესის სფეროა. ნუ იქნებით მსახურნი ჩვენი მტრების. ვისურვებდი, რომ თუ შერიგება გინდათ და ეს ფარსი არ არის, რაც აქ ჩემი კოლეგების მხრიდან ითქვა, კეთილი ინებეთ და ჯერ მოსახლეობას მოუხადეთ ბოდიში, იქ მოინანიეთ, იქ მიიღეთ, იქ დაიმსახურეთ პატივი და ამის შემდეგ შეგვიძლია უკვე ვილაპარაკოთ ნორმალურ განვითარებაზე", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ზარქუამ იმ დადებით ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ეკონომიკაში შეინიშნება და აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებლები იძლევა საფუძველს იმის სათქმელად, რომ ეკონომიკა გამოდის სტაგნაციიდან და ეკონომიკური პოლიტიკა არის სწორი.

მისივე თქმით, ამის დამსახურებაა რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, სავალუტო ფონდი თუ მსოფლიო ბანკი ზუსტად ეხმიანებიან და სწორ და ადეკვატურ შეფასებას აძლევენ იმ ეკონომიკურ პოლიტიკას და მონაცემებს, რაც ხელისუფლებას აქვს წარმოდგენილი.

„სწორი მიმართულებით ვითარდება ეკონომიკა და ექსპორტის ზრდა არ არის მხოლოდ ციფრებით გამოხატული, იმაზეც მიუთითებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელსაც უახლოეს მომავალში დავამტკიცებთ, გაზრდილი გვაქვს და დაახლოებით 19 მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს მომავალ წელს ჩვენი სახელმწიფო. ჩვენ შევძელით სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარების შედეგად, საგარეო ვალი შემცირებულია 61 პროცენტიდან 52 პროცენტამდე, დეფიციტური ხარჯვა შემცირებულია 9,6 პროცენტიდან 4,2 პროცენტამდე. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ჩვენ მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს 65 მილიარდ ლარამდე და ეს ყველაფერი მე მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ დიახ, ეკონომიკა გამოდის სტაგნაციიდან და ეკონომიკური პოლიტიკა არის სწორი და ამის დამსახურებაა რომ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, სავალუტო ფონდი თუ მსოფლიო ბანკი ზუსტად ეხმიანებიან და სწორ და ადეკვატურ შეფასებას აძლევენ იმ ეკონომიკურ პოლიტიკას და მონაცემებს, რაც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge