png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

თუ ქვეყანაში გაგრძელდება პოლიტიკური ნიშნით დევნა, რეალურად შანსი არ გვექნება მივიღოთ ნატოს წევრის სტატუსი - სალომე სამადაშვილი

  • პოლიტიკა
  • 14.12.2021
  • 15:25
თუ ქვეყანაში გაგრძელდება პოლიტიკური ნიშნით დევნა, რეალურად შანსი არ გვექნება მივიღოთ ნატოს წევრის სტატუსი - სალომე სამადაშვილი

"მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას და მოვუწოდო მას ამ დარბაზიდან- ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი ნაბიჯი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, იმ ნახევარი მილიონი ადამიანისთვის, ვინც ხმას აძლევს კონკრეტულად ერთ პოლიტიკურ პარტიას, ყველაზე ნათელი გზავნილი შერიგების თაობაზე იქნებოდა კონსტიტუციური პრეროგატივის გამოყენება და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ შეწყალების აქტის განხორციელება",-ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას და მას ყოფილი პრეზიდენტის მიმართ კონსტიტუციური, შეწყალების უფლების გამოყენებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, თუ ქვეყანაში გაგრძელდება პოლიტიკური ნიშნით დევნა, ჩვენ რეალურად არანაირი შანსი არ გვექნება ნატოს წევრის სტატუსის მიღების.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ დარბაზიდან გამოვეხმაურო საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც ვფიქრობ ყველაზე კარგად ხედავს იმას, რომ დღეს, ამ ქვეყნის მომავალს ნატოში, დასავლეთში და შესაბამისად, ჩვენს სუვერენიტეტსაც საფრთხეს პირველ რიგში უქმნის ეს ხელისუფლება და მის მიერ განხორციელებული პოლიტიკა. გარდა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ წარმოებული აგრესიული პოლიტიკისა ჩვენი სუვერენიტეტის შესაზღუდად. რაც შეეხება მომავალ სასამართლო პროცესებს. მე იმედი მაქვს, რომ რეზოლუციას ნატოში გაწევრიანების შესახებ ეს პარლამენტი ერთხმად მიიღებს, მაგრამ რამდენი რეზოლუციაც არ უნდა მივიღოთ ამ დარბაზში, თუ ქვეყანაში გაგრძელდება პოლიტიკური ნიშნით დევნა, ჩვენ რეალურად არანაირი შანსი არ გვექნება ნატოს წევრის სტატუსის მიღების",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge