png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

იენს სტოლტენბერგს ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობა სურს

  • მსოფლიო
  • 14.12.2021
  • 19:06
იენს სტოლტენბერგს ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობა სურს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადი შეიტანა ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ახალი ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.

სტეოლტენბერგი აცხადებს, რომ ძალიან მოტივირებულია ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სამუშაოდ, თუმცა იმ შემთხვევაში თუ არჩევანი მასზე გაკეთდება, ამ პოსტის დაკავებას ვერ შეძლებს, ვიდრე ნატო-ში მისი მანდატი არ ამოიწურება.

 „თუ ამ თანამდებობას მივიღებ, ვერ შევძლებ ამ სამუშაოს შესრულებას ნატო-ში ჩემი უფლებამოსილების ამოწურვამდე - 2022 წლის 1 ოქტომბრამდე“, - განაცხადა მან.

ნორვეგიული მედია ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ სტოლტენბერგი ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე საუკეთესო არჩევანი იქნება, რადგან მას შესაბამისი განათლება, ასევე ფინანსთა მინისტრის, პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტებზე მუშაობის გამოცდილება აქვს.

62 წლის იენს სტოლტენბერგი ორჯერ იკავებდა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის (2000-2001 და 2005-2013 წლებში) თანამდებობას, ნატო-ს გენერალური მდივანი 2014 წლის 1 ოქტომბერს გახდა. ამ პოსტზე მისი მანდატი ორჯერ გაგრძელდა, ის ამ თანამდებობაზე 2022 წლის 30 სექტემბრამდე დარჩება, ამრიგად, სტოლტენბერგი ნატო-ს კიდევ რვა თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge