png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რუსეთი ევროკავშირის არამეგობრულ ქმედებებს შესაბამისად უპასუხებს - მარია ზახაროვა

  • მსოფლიო
  • 14.12.2021
  • 19:30
რუსეთი ევროკავშირის არამეგობრულ ქმედებებს შესაბამისად უპასუხებს - მარია ზახაროვა

რუსეთი უფლებას იტოვებს უპასუხოს ვეროკავშირის არამეგობრულ ქმედებებს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების მიმართ ევროკავშირის მიერ მორიგი სანქციების დაწესების კომენტირებისას.

როგორც ზახაროვამ აღნიშნა, ევროკავშირი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ცალმხრივი შეზღუდვების არალეგიტიმურ პრაქტიკას. მისი თქმით, რუსეთის რვა მოქალაქისა და რუსეთის ოთხი კომპანიის  დადანაშაულება კერძო სამხედრო კომპანიასთან კავშირში, უსაფუძვლოა.

 „რუსეთი უფლებას იტოვებს უპასუხოს ევროკავშირის არამეგობრულ ქმედებებს“, - განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა  რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“. ის "კრებდა, წვრთნიდა და აგზავნიდა კერძო სამხედრო თანამშრომლებს კონფლიქტის ზონებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა დაეთესა ძალადობა, გაეძარცვა ბუნებრივი რესურსები და დაეშინებინა სამოქალაქო პირები“, - აღნიშნულია ევროკავშირის ინფორმაციაში. იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსული სამხედრო კომპანია დესტაბილიზაციას ეწეოდა, დასახელებულია უკრაინა (დონბასი). ლიბია, სირია და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. ახალი შეზღუდვები დაწესდა სხვადასხვა სანქციათა რეჟიმების ფარგლებში, რომლებიც ეხება უკრიანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას, სიტუაციას ლიბიაში, სირიაში, ასევე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge