png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

გვაქვს პატივი, რომ ნატოსთან საქართველოს პარტნიორობით ვიამაყოთ - სტოლტენბერგი ღარიბაშვილს

  • პოლიტიკა
  • 15.12.2021
  • 14:40
გვაქვს პატივი, რომ ნატოსთან საქართველოს პარტნიორობით ვიამაყოთ - სტოლტენბერგი ღარიბაშვილს

ბატონო პრემიერო, მოგესალმებით ბრიუსელში! გვაქვს პატივი, რომ ნატოსთან საქართველოს პარტნიორობით ვიამაყოთ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, წლების განმავლობაში ავღანეთში საქართველოსა და ნატოს პარტნიორობა სამაგალითო იყო, ეროვნულ ტერორიზმს ებრძოდნენ ერთად და წელს, აგვისტოში, აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.

„ბატონო პრემიერო, მოგესალმებით ბრიუსელში! გვაქვს პატივი, რომ ნატოსთან საქართველოს პარტნიორობით ვიამაყოთ. ამდენი წლის განმავლობაში ავღანეთში ჩვენი პარტნიორობა სამაგალითო იყო. ჩვენ ეროვნულ ტერორიზმს ვებრძვით ერთად და წელს, აგვისტოში შევძელით ავღანეთიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოგვეხდინა. ავღანეთში ჩვენი მისია არ იყო ფუჭი, ვებრძოდით ეროვნულ ტერორიზმს, 9/11-ის მოვლენების შემდეგ, ერთად ვართ და ერთად ვაგრძელებთ ავღანეთში ტერიტორიის გათავისუფლებას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ვინმემ ტერორიზმისთვის აღარ გამოიყენოს. ერთმანეთს ვაძლიერებთ, ვამყარებთ და ძალიან გვიხარია, რომ სხვადასხვა მისიებში ჩვენ თქვენთან თანამშრომლობის და მუშაობის პატივი გვქონდა“,-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს შიდა საკითხებსა და ეროვნული პროგრამის განხორციელებაზე ისაუბრეს.

„ბატონ პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს შიდა საკითხებზე, ეროვნული პროგრამის განხორციელებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის, მედიის თავისუფლებისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით მუშაობა გაიზარდოს და ამ მიმართულებით პოლიტიკურმა განსხვავებამ და პოლარიზაციამ იკლოს. ნატო ელის, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს მიყვება და ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო დაიხვეწება“,- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge