png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

სიმართლე ისაა, რომ ნატოში წევრობის საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული, რაც ივანიშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილებაა - კანდელაკი

  • პოლიტიკა
  • 15.12.2021
  • 19:06
სიმართლე ისაა, რომ ნატოში წევრობის საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული, რაც ივანიშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილებაა - კანდელაკი

"ერთია თანამშრომლობა, ერთია სამხედრო წრთვნები და ასეთი ამბები, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეა წევრობის პოლიტიკური საკითხი", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"რუსეთის ფედერაციის დაჟინება იმის შესახებ, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, არ შეიცვლება, ამას არავინ არ გააუქმებს. ამის გარდა მთავარი საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებში არის ის, რომ საქართველომ დე-ფაქტოდ თავად შეწყვიტა ნატოს წევრობისკენ სწრაფვა. ერთია თანამშრომლობა, ერთია სამხედრო წრთვნები და ასეთი ამბები, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეა წევრობის პოლიტიკური საკითხი. მთელი ამ წლების განმავლობაში გაიმართა არა ერთი და არა ორი ნატოს სამიტი, რომელსაც წინ არ უძღვოდა არც საჯაროდ, არც არასაჯაროდ არანაირი კამპანია, არანაირი ძალისხმევა საქართველოს მხრიდან, რომ დაერაზმა მეგობრები, განხორციელებულიყო ვიზიტები და ასე შემდეგ, რომ თუნდაც ერთი ნაბიჯი, არა ადვილ, მაგრამ რთულ გზაზე საქართველოს გადაედგა წევრობისკენ. ასე რომ სიმართლე ისაა, რომ ნატოში წევრობის საკითხი თავად საქართველოს მიერ არის გაყინული, ეს არის ივანიშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება და ამ საკითხის გაყინვა საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის მთავარი ღერძია. ესაა სიმართლე იმ სადღეგრძელობის მიღმა, რომელი დღეს შეიძლება წარმოთქვა ღარიბაშვილმა ბრიუსელში ან რომელსაც სხვა ოფიციალური პირები აბრახუნებენ ხოლმე სხვადასხვა დედაქალაქებში", - განაცხადა კანდელაკმა

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge