png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო, რომელშიც "ასოცირებული ტრიოსა" და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მონაწილეობდნენ

  • პოლიტიკა
  • 15.12.2021
  • 20:33
ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო, რომელშიც "ასოცირებული ტრიოსა" და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მონაწილეობდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო სადილს დაესწრო, რომელიც ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას სახელით "ასოცირებული ტრიოსა" (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დღის წესრიგსა და "ასოცირებული ტრიოს" პრემიერ-მინისტრების ერთობლივ ვიზიტს ბრიუსელში, რომლის დროსაც განხილული იყო სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში ტრიოს ქვეყნებისთვის პრიორიტეტული საკითხების ასახვის მნიშვნელობა.

ხაზი გაესვა დეკლარაციაში ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობის კიდევ ერთხელ დადასტურების აუცილებლობას, ასევე საქართველოსა და პარტნიორების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის დაფიქსირებას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე ელოდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების აღნიშვნას, როგორიცაა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია, ასევე ევროკავშირთან სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერება.

შეხვედრისას, განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები. განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge