png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიებისა და ყირიმის ოკუპაცია, აგრესია უკრაინის აღმოსავლეთში, კონფლიქტი დნესტრისპირეთში სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთლიანად ევროპას - ასოცირებული ტრიო

  • პოლიტიკა
  • 16.12.2021
  • 12:18
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიებისა და ყირიმის ოკუპაცია, აგრესია უკრაინის აღმოსავლეთში, კონფლიქტი დნესტრისპირეთში სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთლიანად ევროპას - ასოცირებული ტრიო

აღმოსავლეთ პარტნიორობისა და შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის რადიკალური ცვლილებები, რომლებიც დადგა 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტის შემდეგ, უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და სხვა გამოწვევების ჩათვლით, პარტნიორმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განიხილონ ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით, - ამის შესახებ ნათქვამია ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის სახელმწიფო/მთავრობათა მეთაურების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის შემდეგ გავრცელდა.

ასოცირებული ტრიო ხაზს უსვამს, რომ მუდმივი დესტაბილიზაცია და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ბევრ ნაწილში სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

„ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის აქტიურ ძალისხმევას კონფლიქტების მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესებში და მოვუწოდეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში მისი როლის გაძლიერებისკენ ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შემზღუდავი ზომების ჩათვლით. ჩვენ მოვუწოდეთ ევროკავშირის ლიდერებს, განიხილონ ეს საკითხები ევროპული საბჭოს 2021 წლის 16 დეკემბრის შეხვედრაზე. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ანექსიის მცდელობები, მისი აგრესია უკრაინის აღმოსავლეთში და ყირიმის დროებითი ოკუპაცია, ასევე მოუგვარებელი კონფლიქტი მოლდოვას რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონს და მთლიანად ევროპას. ჩვენ კიდევ ერთხელ მკაცრად დავგმეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის რამდენიმე სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევა, მათ შორის კონფლიქტების წაქეზება და მხარდაჭერა დეზინფორმაციისა და კიბერშეტევების გამოყენება, რეგიონის მზარდი მილიტარიზაცია, ადამიანის უფლებების დარღვევა, და არჩევნების ჩატარება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ მედეგობის შემდგომი გაძლიერებისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) და ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა და ხელახლა დავადასტურეთ ერთობლივი მზაობა, რომ ხელი შევუწყოთ ასოცირების შეთანხმებაში გათვალისწინებული პრინციპების გატარებას. ჩვენ ველით ევროკავშირის სააგენტოებთან და მექანიზმებთან თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტსა და PESCO-ს პროექტებში მონაწილეობას. ჩვენ ასევე გამოვთქვით საერთო ინტერესი, რომ ევროკავშირთან დავიწყოთ დიალოგი უსაფრთხოების კომპასის ინიციატივის ფარგლებში“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge