png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

არ არის ის რეალობა, ოცნების წარმომადგენლებთან შამპანურის მიჭახუნება შევძლო - ელენე ხოშტარია პრეზიდენტის მიწვევაზე

  • პოლიტიკა
  • 16.12.2021
  • 13:12
 არ არის ის რეალობა, ოცნების წარმომადგენლებთან შამპანურის მიჭახუნება შევძლო - ელენე ხოშტარია პრეზიდენტის მიწვევაზე

ემოციურად და ფიზიკურად ძალიან გამიჭირდება საახალწლო წვეულებისთვის შესაფერის განწყობაზე ვიყო და იქ ვითომც არაფერი, ისე ვიყო, - წერს  facebook-ზე "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის საახალწლო მიღებასთან დაკავშირებით.

ხოშტარია ამბობს, რომ პრეზიდენტის მიღებაზე არ მივა, თუმცა არ აპირებს თავს დაესხას ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, ვინც ორბელიანების სასახლეში მისვალს გეგმავს.

"მივიღე მოწვევა პრეზიდენტისგან საახალწლო წვეულებაზე. პირველ რიგში, დიდი მადლობა პრეზიდენტს. გასაგებია ეს ჟესტი და დასაფასებელი.

საახალწლო წვეულებაზე ვერ მივალ (ჯერ სახლისთვისაც ვერ მიყიდია ნაძვის ხე). ჯერ ერთი, ემოციურად და ფიზიკურად ძალიან გამიჭირდება საახალწლო წვეულებისთვის შესაფერის განწყობაზე ვიყო და იქ ვითომც არაფერი, ისე ვიყო. სამწუხაროდ, არ არის ჩვენთან დღეს ის რეალობა, რომ შევძლო შამპანურის მიჭახუნება ოცნების წარმომადგენლებთან. შეუძლებელია ეს შევძლო დაჭერების ფონზე. დღეს თან მთელი დღე სასამართლოა და აქედან, რომ იქ წავიდე უბრალოდ არ შემიძლია. ასევე, პრაგმატულად არასწორი მგონია პოლარიზაციის დაძლევის პროცესი ამ ფორმით მივიღოთ. ეს ჩემთვის თამაში გამოვა. და არასწორ პროცესში შესვლა, იმიტაცია "ნორმალურობის" და არა ნორმალური სიტუაცია რეალურად.

არ მინდა ეს იყოს აღქმული, როგორც თავად პროცესზე უარის თქმა. პირიქით, ძალიან ველოდები პრეზიდენტის მოსაზრებებს პროცესის შინაარსზე და ამ თემაზე საქმიანად სალაპარაკოდ ნებისმიერ ფორმატში შეხვედრაზე მივალ.

ასევე, არ ვაპირებ თავს დავესხა იმათ, ვინც ოპოზიციიდან წავა. დარწმუნებული ვარ, საზეიმოდ არ მიდიან და სწორი გონიათ ასე", - წერს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge