png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სტრასბურგის სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა

  • სამართალი
  • 16.12.2021
  • 18:27
სტრასბურგის სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა

2021 წლის 16 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის", "იდენტობისა" და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის ერთობლივ საქმეებზე "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ"​ კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევა დაადგინა.

აღნიშნული საქმე შეეხებოდა 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს განვითარებულ მოვლენებს. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მომჩივნები გეგმავდნენ მშვიდობიანი აქციის გამართვას, რომლის მიზანი იყო საზოგადოების მგრძნობელობის გაზრდა საქართველოში ლგბტქი დისკრიმინაციის მიმართ.

2013 წლის 17 მაისს დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია ვერ შედგა, ვინაიდან სახელმწიფომ ვერ შეძლო აქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რადიკალურად განწყობილი კონტრ-დემონსტრანტების ჯგუფის ქმედებები გასცდა მშვიდობიანი აქციის ფარგლებს და მიიღო კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ხასიათი, რამაც საფრთხე შეუქმნა როგორც  საზოგადოებრივ წესრიგს, ისე მომჩივანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

2021 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ მიიღო ეფექტიანი ზომები ლგბტ ადამიანების დასაცავად კონტრდემონსტრანტებისგან, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯეროვნად იყო ინფორმირებული ამგვარი რისკის მოსალოდნელობის შესახებ. გარდა ამისა, მტკიცებულება, კერძოდ, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, ადასტურებს სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალურ წაქეზებას/შეთანხმებას განხორციელებულ ძალადობის აქტებთან დაკავშირებით.

სასამართლომ, ასევე, დაადასტურა, რომ განხორციელებული ძალადობის უპრეცედენტო მასშტაბზე ზეგავლენა მოახდინა ხელისუფლების უმოქმედობამ, რომელმაც ვერ ჩაატარა დროული და ობიექტური გამოძიება ლგბტ თემზე წარსულში განხორციელებული თავდასხმების თაობაზე და მიუთითა საქმეზე იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, რომელზეც სასამართლომ დარღვევა 2015 წელს დაადგინა.

სახელმწიფოს მომჩივანთა სასარგებლოდ 193’500 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.იმავდროულად, გადაწყვეტილება ითვალისწინებს მთელ რიგ ზოგად ზომებს, რომელთან დაკავშირებითაც საჩივრის წარმდგენი ორგანიზაციები მომავალში კომუნიკაციას აწარმოებენ მინისტრთა კომიტეტთან, როგორც გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულებაზე ზედამხედველ საერთაშორისო ორგანოსთან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge