png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

შერიგების პროცესს სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ვხედავ, რა რიტორიკა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ - ელისაშვილი

  • პოლიტიკა
  • 17.12.2021
  • 14:12
შერიგების პროცესს სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ვხედავ, რა რიტორიკა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ - ელისაშვილი

შერიგების პროცესს სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ვხედავ, რა რიტორიკა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“, ს ეჭვებს აღმიძრავს, რომ ამ საქმიდან შეიძლება, არაფერი გამოვიდეს,  - განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკოსებმა ცდა არ უნდა დააკლნა, რომ ამ პროცესებმა შედეგი გამოიღოს. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტთან ინტენსიური შეხვედრები იქნება.

„გიორგი ვაშაძეს შევურიგდი, ხელი ჩამოვართვი – ვთქვი, ბარემ, აქედან საქმით დავიწყო-თქო, დავუძახე, მოდი შეგირიგდე-თქო და შევურიგდი. ეკა ბესელია მანამდე წავიდა, მაგრამ არ შევურიგდებოდი. ადამიანებში გულახდილობა მომწონს. პრეზიდენტის გამოსვლაში მომეწონა ის, რომ თქვა, არ ვიცი, არც სქემა მაქვს მოფიქრებული და არ ვიცი, რა გამოვა, მაგრამ ცდად არ დავაკლებ, რომ გარკვეულ საკითხებზე მივიდეთო. მისი ეს გულწრფელობა მომეწონა. ამ პროცესს მეც სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ვხედავ, რა რიტორიკა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“. ეს ეჭვებს აღმიძრავს, რომ ამ საქმიდან შეიძლება, არაფერი გამოვიდეს, თორე, ვაშაძეს კი შევურიგდი. ვიცი, რომ ინტენსიური შეხვედრები იქნება. პრეზიდენტმა თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პარტია არ მოვიდა, შეურაცხყოფად არ მიმიღია და მზად ვარ, ინდივიდუალურად შევხვდეო. ყველამ უნდა ვცადოთ და იქნებ გამოგვივიდეს. კარგი იყო, როცა მიშელი თუ დენიელსონი ჩვენს შერიგებას ცდილობდნენ, მაგრამ თავს რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ ქართველების შერიგებას უცხოელები რატომ უნდა ცდილობდნენ, როცა აქ ვართ და ერთ ქალაქში ვართ, როგორ არ შეგვიძლია, საერთო ენა ვიპოვოთ. უნდა ვცადოთ, ვნახოთ, რა გამოვა ამ ამბისგან“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გუშინ უმასპინძლა.
 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge