png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ნატო მზად უნდა იყოს უკრაინაში უარესი სცენარის განვითარებისათვის - სტოლტენბერგი

  • მსოფლიო
  • 17.12.2021
  • 17:17
ნატო მზად უნდა იყოს უკრაინაში უარესი სცენარის განვითარებისათვის - სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ალიანსს მოუწოდებს მზად იყოს უკრაინაში ნებისმიერი სცენარის განვითარებისათვის.

„ის, რასაც ჩვენ ვხედავთ - ეს არის მნიშვნელოვანი, თანმიმდევრული და მზარდი ძალისხმევა რუსული ჯარის მობილიზებისა {უკრაინის საზღვართან}. ჯარის ასეთი კონცენტრაციის ირვლივ არ არის არანაირი სიცხადე. რა თქმა უნდა, ჩვენ უკეთისის იმედი გვაქვს, მაგრამ ჩვენთვის აუცილებელია მზად ვიყოთ უარესისთვის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში ბულგარეთის პრემიერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სტოლტენბერგმა განმარტა, რომ ნატო ყურადღებით აკვირდება რუსეთის ქმედებებს.

„ჩვენ გავზარდეთ  ჩვენი სადაზვერვო შესაძლებლობები. ვაგრძელებთ დაზვერვის შესახებ ინფორმაციების გაცვლას და რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ალიანსი მზად უნდა იყოს თავისი მოკავშირეების დასაცავად.

„ჩვენ ვერ ვხედავღ რაიმე პირდაპირ საფრთხეს ალიანსის რომელიმე წევრის მიმართ, მაგრამ ვხედავთ დაძაბულობის ზრდას, და ეს უპირველესად ეხება ჩვენს წევრებს რეგიონში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო პერიოდში უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარის გადაადგილებისა და მოსკოვის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის გამო.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა გამოცემა Military Times-ს განუცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 92 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა და იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge