png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

8 ყველაზე რომანტიკული ადგილი ბათუმში

  • საზოგადოება
  • 12.02.2016
  • 18:44
8 ყველაზე რომანტიკული ადგილი ბათუმში

თუ ვერ გადაგიწყვეტიათ, სად გაემგზავროთ საყვარელ ადამიანთან ერთად თავგადასვლების ძიებაში, დროა ბათუმზე დაფიქრდეთ - ზღვისპირა ქალაქი უამრავ სასიამოვნო მოგონებას გპირდებათ.


გთავაზობთ 8 ყველაზე რომანტიულ ადგილს ბათუმში:


1. პანორამული ბორბალი

ალბათ ათობით ჰოლივუდური სცენის გახსენება შეიძლება, სადაც პანორამული ბორბლის უმაღლეს წერტილში აღმოჩენილი წყვილი ტკბება ხედით და ერთმანეთით. თუ გინდათ ეს სცენა გაიმეოროთ და თავი ფილმის ნამდვილ გმირად იგრძნოთ, ბათუმში ამის შესაძლებლობა ნამდვილად გაქვთ. თანაც რა შეიძლება იყოს ზღვის ხედზე მეტად რომანტიული?


2. ალი და ნინოს სკულპტურა

ყურბან საიდის პოპულარული რომანის გმირები - ალი და ნინო მარადიულ სიყვარულს განასახიერებენ. მათი ისტორია შესანიშნავადაა გადმოცემული მოძრავ ძეგლში - შეყვარებულები ნელა მიემართებიან ერთმანეთისაკენ და ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ ისევ შორდებიან. ალისა და ნინოს ხანმოკლე პაემნები ნამდვილად არ დატოვებს შეყვარებულებს გულგრილს.


3. ბათუმის ბოტანიკური ბაღი

სასიამოვნო გასეირნებისთვის რომანტიული გარემოს ძიებაში არ გამორგჩეთ ბათუმის ბოტანიკური ბაღი. ზღვისა და მთების ულამაზესი ხედები და აჭარის ფლორა მთელი თავისი მრავალფეროვნებით წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიქმნით სასიამოვნო განწყობას.


4. საბაგირო გზა არგო

2586 მეტრი სიგრძის საბაგირო გზის გავლისას თქვენს თვალწინ ულამაზესი ხედები გადაიშლება - შორეული ზღვის ჰორიზონტი, მთების ფონი, ბათუმის ურბანული ხედები. უმაღლეს წერტილში კი შეგიძლიათ საყვარელ ადამიანთან ერთად ბათუმის პანორამული ხედით დატკბეთ, რომელიც განსაკუთრებით ლამაზი ღამის საათებშია.


5. ოცნების სვეტი

ლიტველი და ქართველი არტისტების ერთობლივი ნამუშევარი შეგიძლიათ ახალ ბულვარში შეაფასოთ. პატარა ლაბირინთი, რომლის ცენტრშიც "ოცნების სვეტთან" სურვილი უნდა ჩაიფიქროთ ავტორებმა ყველა მეოცნებეს მიუძღვნეს. სწორედ ასეთი პატარა დეტალები გახდის თქვენს რომანტიულ მოგზაურობას დაუვიწყარს.


6. ბათუმის სანაპირო

თუ გადაწყვეტთ და ბათუმს საყვარელ ადამიანთან ერთად ეწვევით რომანტიული გარემოს შესაქმნელად დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ. შეგიძლიათ უბრალოდ გაისეირნოთ სანაპიროზე, უსმინოთ ზღვის ხმაურს და ერთად შეხვდეთ მზის ჩასვლას.


7. ნურიგელის ტბა

თუ გინდათ მოსწყდეთ ურბანულ გარემოს და დღე მთლიანად საყვარელ ადამიანს მიუძღვნათ შეგიძლიათ ნურის ტბას ეწვიოთ. რომანტიული გასეირნება ნავით მშვიდ ატმოსფეროში იდეალური სიტუაციაა თქვენს მეორე ნახევართან განმარტოებისთვის.


8. მოცეკვავე შადრევანი

ღამის ბათუმი ბევრ სასიამოვნო სიურპრიზსს გიმზადებთ - ერთ-ერთი მათგანი შადრევანია, რომელიც საღამოს საათებში თეატრალურ ფარდად გარდაიქმნება. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანთან ერთად დატკბეთ ცნობილი კომპოზიციების ფონზე წარმართული ლაზერული შოუთი.

 
 
 
 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge