primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით "მწვერვალი" განვითარებას განაგრძობს

  • საზოგადოება
  • 20.12.2021
  • 12:13
საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით "მწვერვალი" განვითარებას განაგრძობს

საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი ძალებით, ბიზნესის მხარდამჭერი პროექტი კვლავ გრძელდება. მისი მიზანია, მსუბუქი მრეწველობის სფეროში ოპერირებად ბიზნესებს საქმიანობის განვითარებაში, პროდუქციის დახვეწასა და ექსპორტზე გასვლაში შეუწყოს ხელი.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა ხის სათამაშოების, საბავშვო ავეჯისა და დეკორის საწარმო - „მწვერვალი“. კომპანიის პროდუქციას მაღალი ხარისხი გამოარჩევს. ნაწარმი წიფლის, ცაცხვისა და ნეკერჩხლის საუკეთესო ხარისხის მასალით მზადდება. ამასთან, „მწვერვალი“ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, მდგრად საღებავებსა და წებოს მოიხმარს, რომელიც ევროკავშირის სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივას სრულად შეესაბამება.

კომპანია 2016 წლიდან აწარმოებს სათამაშოებს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ასაკის შესაბამის განვითარებას. 2020 წელს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელშეწყობით, „მწვერვალის“ პროდუქცია საერთაშორისო პლატფრომა Etsy-ზე განთავსდა. საქართველოს ბანკის ჩართულობით კი, კომპანია აგრძელებს შემდგომ განვითარებას.

„ჩვენს პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, დავიწყეთ გაფართოებაზე ფიქრი. ჩვენი დიდი სურვილი იყო, პროდუქცია საზღვრებს გარეთაც გაგვეტანა და ეს ასეც მოხდა. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ჩვენი ნაკეთობების შეძენა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კი ვაგრძელებთ შემდგომ განვითარებას. უახლოეს მომავალში, ვგეგმავთ საქმიანობის პროცესში კიდევ მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. პროექტში მონაწილეობამ უფრო დიდი სტიმული მოგვცა, არ გავჩერდეთ და გავაგრძელოთ განვითარება“ , - განაცხადა „მწვერვალის“ დამფუძნებელმა, თინა დათუკიშვილმა.

„მწვერვალის“ შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომპანიის სოციალურ გვერდზე: https://bit.ly/3F2LSyb

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge