png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მოსწავლეები რეგიონებიდან და 3 წუთში შეცვლილი მომავალი

  • საზოგადოება
  • 20.12.2021
  • 18:48
 მოსწავლეები რეგიონებიდან და 3 წუთში შეცვლილი მომავალი

ჩართე წეროვანი, ჩოხატაური, წყალტუბო ან პანკისი და დააკავშირე საქართველოს რეგიონები მსოფლიოსთან ინტერნეტის საშუალებით. პლატფორმა ,,ჩართე“ სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების დასახმარებლად შეიქმნა. ვებ. გვერდზე წაიკითხავთ თინეიჯერების ისტორიებსა და მათ სურვილებს, - ზუსტად იციან რაში სჭირდებათ კომპიუტერი და ინტერნეტი, - ყველას კონკრეტული მიზანი აქვს. 

წარმოიდგინე სიტუაცია, თითქოს ახალგაზრდების მომავლის, მათი ცხოვრების შეცვლა სულ რამდენიმე წუთში შეგიძლია. ახლა "ჩართეს" პლატფორმა გახსენი და წამზომიც მოიმარჯვე. 3 წუთში თანხა ელენეს, ზურას, ვაჟას ან თეკლეს ანგარიშზე გადაირიცხება და მათი ყოველდღიურობაც იცვლება, - წარმოსახვაში კი არა, რეალურ დროსა და სივრცეში. 

"ჩართე" 2017 წელს საგანმანათლებლო ფონდის, Educare Georgia-ს მიერ შეიქმნა. ამ ეტაპზე, ჩვენს პლატფორმაზე დარეგისტრირებულია 2 300-ზე მეტი ყოველთვიური მხარდამჭერი, ისინი არიან ფიზიკური პირები, ვინც საკუთარი სურვილით, მათთვის მისაღებ თანხას მოზარდებს ურიცხავენ. ამის გარდა, პერიოდულად გვიკავშირდებიან და ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიებთან თუ ორგანიზაციებთან. რაც შეეხება მუშაობის პრინციპს, ჩავდივართ რეგიონებში და სკოლებისაგან გამოვითხოვთ სიას სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების შესახებ, რომლებსაც არ აქვთ წვდომა კომპიუტერსა და ინტერნეტზე", - მარიამ მჭედლიშვილი, პროექტ "ჩართეს" ოპერაციების მენეჯერი.

დღეს საქართველოში 78 000 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. მათ დასახმარებლად უკვე ასობით შემომწირველი "ჩართეს" გარშემო შემოიკრიბა. დიდი ხანია ჩართესთან თანამშრომლობს თეგეტა ჯგუფიც. ძალების გაერთიანებით ხომ უფრო მეტი ადამიანის გახარებაა შესაძლებელი. ამ მეგობრობას ახლა პლატფორმა tegeta.care შეემატა, რაც დახმარების მსურველებს საქმეს კიდევ უფრო უადვილებს, შედეგად კი სულ უფრო მეტი მოზარდი მსოფლიო ქსელში ერთვება. პროცედურა ამ შემთხვევაშიც მარტივია: ადვილად მიაგნებთ "ჩართეს" და შემდეგ სულ ოთხი ველის შევსებით დონაციას განახორციელებთ.

"თეგეტა" უკვე რამდენიმე წელია ჩართეს ერთგული მხარდამჭერია. იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონში, კომპანიამ წლების განმავლობაში დაახლოებით 50 მოსწავლის კომპიუტერი და ინტერნეტი დააფინანსა, სამეგრელოში მცხოვრები მოსწავლეებისთვის კი თეგეტას მხარდაჭერით ერთ-ერთი პირველი ტრენინგებიც ჩავატარეთ მედიაწიგნიერების, ფინანსური და ონლაინ განათლების მიმართულებით. ამიტომ, სიამოვნებით დავთანხმდით თანამშრომლობის ასეთი ფორმით გაგრძელებასაც. ვფიქრობთ, ერთად კიდევ უფრო მეტ ახალგზარდას დავეხმარებით", - მარიამ მჭედლიშვილი, პროექტ "ჩართეს" ოპერაციების მენეჯერი.

დღეს ინტერნეტი მოსწავლეებისთვის ცოდნის მიღებისა თუ სრულყოფილი ცხოვრების უმთავრესი და ხშირად, ერთადერთი წყაროა. ახალგაზრდები ინტერნეტით სწავლობენ უცხო ენებს, უყურებენ ფილმებს, თვალს ადევნებენ მსოფლიო სიახლეებს, იჩენენ მეგობრებს და მუშაობენ დისტანციურად. 

თუ გინდა, რომ უკეთესი ცოდნის მიღების შესაძლებლობა ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს, ჩაურთე ინტერნეტი სოციალურად დაუცველ მოსწავლეს და იზრუნე განათლებაზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge