png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჯანმო სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმების მოწოდებით გამოდის

  • საზოგადოება
  • 20.12.2021
  • 00:50
 ჯანმო სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმების მოწოდებით გამოდის

კორონავირუსის ახალი, "ომიკრონი" შტამის გავრცელების გამო მზარდი შეშფოთების ფონზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გამოდის მოწოდებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად, გაუქმდეს სადღესასწაულო ღონისძიებები.

"გაუქმებული სადღესასწაულო ღონისძიება უკეთესია, ვიდრე შეწყვეტილი სიცოცხლე", - აცხადებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.

ტედროს ადანომ ღებრეიესუსის განცხადებით, ახლა უკვე არსებობს მტკიცებულება, რომ "ომიკრონი" ვარიანტი "საგრძნობლად უფრო სწრაფად ვრცელდება", ვიდრე წინა დომინანტური შტამი, "დელტა".

"ყველა ჩვენგანი დაიღალა ამ პანდემიით. ყველას გვსურს დროის გატარება მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. ყველას გვსურს ნორმალური ცხოვრების დაბრუნება, თუმცა ყველას, ლიდერებსა და ინდივიდუალურ პირებს, რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს ხალხის დასაცავად, მათ შორის სადღესასწაულო ღონისძიებების გაუქმებით ან გადადებით. სჯობს ახლა გავაუქმოთ და მოგვიანებით ვიზეიმოთ, ვიდრე ახლა ვიზეიმოთ და მოგვიანებით ვიგლოვოთ", - განაცხადა ღებრეიესუსმა.

"ომიკრონი" შტამი, რომელიც თავდაპირველად სამხრეთ აფრიკის რეგიონში გამოავლინეს, ახლა უკვე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. აშშ-ში "ომიკრონი" უკვე იქცა კორონავირუსის დომინანტურ სახეობად. 18 დეკემბრის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 73 პროცენტი "ომიკრონ" ვარიანტზე მოდის.

საქართველოში "ომიკრონით" ინფიცირების 2 შემთხვევა 20 დეკემბერს დადასტურდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge