png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პარიზში ვიზიტად მყოფმა თბილისის მერმა ადგილობრივი დემოკრატიის პროგრესსა და სამომავლო გამოწვევებზე ისაუბრა

  • საზოგადოება
  • 13.02.2016
  • 13:57
 პარიზში ვიზიტად მყოფმა თბილისის მერმა ადგილობრივი დემოკრატიის პროგრესსა და სამომავლო გამოწვევებზე ისაუბრა

თბილისის მერი დავით ნარმანია პარიზში,   ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას დაესწრო.

 ონგრესის სხდომაზე  საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ამ ეტაპზე საქართველო პოსტ-მონიტორინგის ფაზაში იმყოფება, რაც მონიტორინგის დასკვნების მიხედვით გაკეთებული რეკომენდაციების შესრულებაზე დაკვირვებას და თანამშრომლობას გულისხმობს. 

შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქართული მხარე თანამშრომლობისთვის ყველა დონეზე მზადაა.  კონგრესის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ ფრეკონმა  2015 წლის დეკემბერში საქართველოში ვიზიტი შეაჯამა  და  მას საქართველოსა და კონგრესს შორის დიალოგში  წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.  საუბარი, ასევე, შეეხო გზამკვლევს, რომელსაც ხელი  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად მოაწერა.  

ჟან-კლოდ ფრეკონის თქმით, საქართველოში ვიზიტად ყოფნის დროს,  ყოფილი მერის,  გიგი უგულავას საქმის შესახებ მთავარ პროკურორსაც შეხვდა, სადაც ყველა კითხვაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო. კომიტეტის სხდომაზე კონგრესის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე პროცესები  კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

კონგრესის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ადგილობრივი დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. კერძოდ, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროქარტიის 6.4 და 9.6 მუხლების რატიფიცირება და ფისკალური გათანაბრების გაუმჯობესება მეტი ფინანსური დამოუკიდებლობისათვის. მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებების ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობა უფრო აქტიური გახდება, რადგან მისი როლი უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში.

რაც შეეხება თბილისის ყოფილი მერის საქმეს, დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე პროცესებმა აჩვენა, რომ საკონსტიტუციო და საქალაქო სასამართლოები თავისუფალია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წნეხისგან.  მისივე თქმით, სასამართლოსა და კანონის წინაშე თანასწორობას საქართველოში  დიდი მნიშვნელობა ენიჭება  და ეს ყველაფერი 2012 წლიდან განხორციელებული რეფორმების მთავარ შედეგს წარმოადგენს.

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტი, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიით აღებული ვალდებულებების დაცვას და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას აკვირდება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge