png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

აშშ-მა კოვიდ-19-ის სამკურნალო აბები გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა

  • მსოფლიო
  • 22.12.2021
  • 23:49
აშშ-მა კოვიდ-19-ის სამკურნალო აბები გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა

შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ფარმაცევტული კომპანანია Pfizer-ის მიერ წარმოებული კოვიდ-19-ის სამკურნალო აბები გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.

პრეპარატი Paxlovid პირველია, რომელიც სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კოვიდ-19-ის სამკურნალოდ დაამტკიცა.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეპარატის მიღება ნებადართულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. მედიკამენტის მიღება დიაგნოზის დადასტურებისა და სიმპტომების დაწყებიდან ხუთი დღის განმავლობაში უნდა მოხდეს.

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის განცხადებით, მის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული (ორალური) აბები ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების რისკს 89%-ით ამცირებს.

შეგახსენებთ, ნოემბრის დასაწყისში, დიდმა ბრიტანეთმა კოვიდ-19-ის სამკურნალო პირველი ანტივირუსული პრეპარატი დაამტკიცა. პრეპარატი მოლნუპირავირი ფარმაცევტული კომპანია Merck-ის მიერ არის შემუშავებული.

პრეპარატი სახლის პირობებში მკურნალობისთვის არის განკუთვნილი და მისი მიღება, ექიმის დანიშნულებით, ინფიცირების შედარებით მსუბუქად მიმდინარეობის დროს იქნება შესაძლებელი.

18 დეკემბერს პრეპარატი უკვე დაენიშნა პირველ ბრიტანელ პაციენტს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge