primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ყველა, ვინც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას აუწევს ხელს, არის მტერი ქართული სახელმწიფოებრიობის - სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 27.12.2021
  • 12:11
ყველა, ვინც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას აუწევს ხელს, არის მტერი ქართული სახელმწიფოებრიობის - სააკაშვილი

მე საერთოდ არ ვიცოდი თუკი არსებობდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, აღნიშნულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში. მისი თქმით, ამის შესახებ გლდანში ძალადობით გადაყვანის შემდეგ გაიგო, როდესაც ტელევიზიით მოისმინა, რომ ამ სამსახურმა აღძრა საქმე მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე.

"ამის პარალელურად, ჩემთან შემოვიდა 3 საკმაოდ უსიამოვნო თანამშრომელი, რომლებმაც მითხრეს, რომ არიან შიდა ინსპექტორები და სცადეს ჩემი შემოხეული ტანსაცმლისა და სხვა ნივთმტკიცებების ამოღება. კიდევ კარგი, რომ შუა საუბარში მივხვდი, რომ ეს "ინსპექტორები" არ იყვნენ სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლები და გავყარე ეს სუბიექტები ჩემი პალატიდან.

უცხოელი დიპლომატების ჩარევის შემდეგ, ჩემთან გამომძიებელი და ექსპერტი შემოუშვეს და ეს იყო პირველი ორი ნამდვილი პროფესიონალი, რომელიც შემომხვდა სისტემაში საქართველოში დაბრუნებისა და ციხეში მოხვედრის შემდეგ. გამომძიებელი სვამდა ზუსტ და პროფესიულ კითხვებს, დეტალურად ინტერესდებოდა, თუ რა და როგორ მოხდა, ხოლო ექსპერტმა ჩემს ტანსაცმელსა და სხეულზე აღმოაჩინა ისეთი დაზიანებები, რომელიც მანამდე არც მე მქონდა შემჩნეული. ამის შემდეგ, როგორც გავიგე, სახელმწიფო ინსპექტორმა დაკითხა 150-ზე მეტი თანამშრომელი და შესაძლო მოწმე, მეორედ დამკითხეს მეც.

მე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო ლონდა თოლორაია. მისი სახელი გავიგე მას შემდეგ, რაც მან ჩემს საქმეზე გაამტყუნა და დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო და გაირკვა, რომ სადღაც ერთ თვეში უნდა დაედოთ სპეციალური დასკვნა, ჰქონდა თუ არა ჩემს წამებას ადგილი. სწორედ ამ დასკვნის ეშინია რეჟიმს, ვინაიდან ოფიციალური ორგანოს მიერ ჩემი წამების დადასტურება დიდი ალბათობით გამოიწვევს ჩემს უპირობო გათავისუფლებას საქართველოში, ისევე როგორც ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დროებით ღონისძიებას.

მათთვის ამის არდაშვება ყველაზე მნიშვნელოვანია და, დიდი ალბათობით, კუჭავაც იმიტომ გადააყენეს, რომ

რა თქმა უნდა, წამოვა ზეწოლა დასავლეთიდან და კუჭავა ამას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა.

მე სრულ ნდობას ვუცხადებ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებას და მიმაჩნია, რომ ყველა, ვინც მის გაუქმებას აუწევს ხელს, არის მტერი ქართული სახელმწიფოებრიობის, ვინც ბოლო ობიექტურ სახელმწიფო ინსტიტუტს ანგრევს. მინდოდა სასამართლოში დღეს მისვლა და ამის თქმა. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს შესაძლებლობას. მაგრამ მე მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას, ამოიღოს ხმა.

გარდა ამისა, მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მათ დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ წინასწარი გამოძიების შედეგები და ასევე, ჩემი გლდანში გადაყვანის სრული ჩანაწერი, რომლის განადგურების ბრძანებაც გასცა სუსმა, მაგრამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბოლო მომენტში მისი ამოღება მაინც შეძლო. ეს ის ფირია, რომლის ყველაზე "არაძალადობრივი" მომენტები გაუშვა ხელისუფლებამ.

მე მინდა მივმართო ყველა სახელმწიფო მოხელეს, აიღოს მაგალითი ლონდა თოლორაიასგან და მისი თანამშრომლებისგან და თუ აქტიური წინააღმდეგობისთვის არ არიან მზად, აშკარა სიცრუეზე და სიყალბეზე მაინც არ მოაწერონ ხელი. სიტუაცია მაინც სწრაფად შეიცვლება და შეეცადეთ, თავიდან აირიდოთ ის შარი, რომელშიც ყაჩაღთა ბანდა გხვევთ!", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge