png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალის“ აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო

  • მსოფლიო
  • 28.12.2021
  • 16:13
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალის“ აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო

რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ 28 დეკემბერს  ადამიანის უფლებების საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალის“ აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. “დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით „სართაშორისო მემორიალი“ და მისი რეგიონალური განყოფილება ლიკვიდირებულია.

სასამართლოსთან მყოფი ორგანიზაციის მხარდამჭერები გადაწყვეტილებას პროტესტითა და  შეძახილებით „სირცხვილია“ შეხვდნენ. სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, უზენაეს სასამართლოსთან 100-მდე ადამიანია შეკრებილი. როგორც სააგენტო იუწყება, დღის განმავლობაში რამდენიმე ადამიანი „მემორიალის“ მხარდამჭერი ტრანსპარანტების გაშლის მცდელობისთვის დააკავეს.

ნოემბერში პროკურატურამ განაცხადა, რომ „მემორიალის“ ორი სტრუქტურის ლიკვიდაციის განზრახვა ჰქონდა. პირველი სარჩელი საგანმანათლებლო საზოგადოება „მემორიალის“ ლიკვიდაციის შესახებ უზენაეს სასამრთლოშ გენერალურმა პროკურატურამ შეიტანა. მეორე განცხადება კი - უფლებათა დაცვის ცენტრ „მემორიალის“ „ლიკვიდაციის შესახებ მოსკოვის პროკურატურამ მოსკოვის საქალაქო სასამართლოში წარადგინა. გენერალური პროკურატურის განცხადებით, „მემორიალის“ მხრიდან გამუდმებით ხდებოდა რუსეთის ფედერაციის კანონებისა და სხვა სამართლებრივი აქტების დარღვევა. ამასთან, ზედამხედველობის სამსახურმა განაცხადა, რომ „მემორიალი“ უცხოეთიდან  იღებდა დაფინანსებას პოლიტიკური საქმიანობისათვის სახელმწიფო გადაწყვეტილებებზე ზეგავლენისა მოხდენისა და საზოგადოებრვი აზრის ჩამოყალიბების მიზნით.

სასამართლო პროცესის დროს პროკურატურამ „მემორიალი“ დაადანაშაულა „საბჭოთა კავშირისთვის ტერორისტული სახელმწიფოს იმიჯის შექმნასა და ნაციტური დამნაშავეების რეაბილიტაციაში“.

 „საერთაშორისო მემორიალი“ გენერალური პროკურატურის ბრალდებებს უარყოფს. ორგანიზაციის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ საზოგადოების ლიკვიდაციის კანონიერი საფუძვლები არ არსებობს. მათივე განცხადებით, „მემორიალი“ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„მემორიალის“ წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილმა განცხადებამ რუსეთსა და დასავლთის ქვეყნებში საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. საბჭოთა კავშირის ექს-პრეზიდენტმა მიხაილ გორბაჩოვმა და „ნოვაია გაზეტას“ მთავარმა რედაქტორმა დმიტრი მურატოვმა გენერალურ პროკურატურას მოუწოდეს გაიწვიოს სარჩელი სასამართლოდან და საკითხი სასამართლოს გარეშე მოაგვაროს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge