png.ge
png.ge
png.ge
16+
06 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

კომიტეტებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას მხარი დაუჭირეს

  • პოლიტიკა
  • 28.12.2021
  • 17:25
კომიტეტებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას მხარი დაუჭირეს

საპროცედურო საკითხთა და წესების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას მხარი დაუჭირეს.

საპროცედურო საკითხთა და წესების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.

პარლამენტის წევრების რატი იონათამიშვილის, გივი მიქანაძის, გიორგი ამილახვარის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ალუდა ღუდუშაურისა და გურამ მაჭარაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ორი - სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას.
 
აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე ცვლილება შედის ოცდაათზე მეტ კანონში, რომლებიც საკანონმდებლო პაკეტის სახით იყო სხდომაზე წარდგენილი.
 
პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა კანონპროექტის წარდგენა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისადმი მიმართვით დაიწყო და განაცხადა, რომ ამ უწყებაში ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს, რომელიც მაღალი კვალიფიკაციით ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს.

"არავინ დაგაჯეროთ, რომ სახელმწიფო არ იდგება თქვენ გვერდით. მნიშვნელოვანია იცოდეთ, ჩვენი კატეგორიული რეკომენდაცია იქნება, რომ ამ ადამიანებს არა თუ გაუგრძელდეთ სამუშაო პირობები, არამედ უფრო მეტი ლეგიტიმაციით იმუშაონ. ამას უზრუნველყოფს ისიც, რომ ფაქტობრივად ერთის ნაცვლად იქნება ორი უწყება, სადაც კიდევ ემატება გარკვეული რეგულაციები და ვალდებულებები და ამ სფეროში მათზე გამოცდილი კადრები არც არსებობს ქვეყანაში. ბევრი სპეკულაცია გვესმის ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა მხარეებისგან და არავინ დაგაჯეროთ, რომ სახელმწიფო არ იდგება თქვენ გვერდით", - თქვა იონათამიშვილმა.

სხდომას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია, რომელმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მანამდე თოლორაიამ ისაუბრა, რომ ინსპექტორის სამსახური დეკემბრიდან ცდილობდა, ინსტიტუციური გაძლიერების თაობაზე საკუთარი საკანონმდებლო წინადადება წარედგინა და პასუხი იყო ის, რომ დატვირთული გრაფიკის გამო ვერ მიიღებდნენ.

თოლორაიას თქმით, ეს ხდებოდა იმის პარალელურად, რომ მზადდებოდა ახალი პროექტი უწყების ლიკვიდაციაზე.

"რითი დავიმსახურე ან პირადად მე, ან სამსახურმა, რომ ამხელა ფარსში მონაწილეობა მიგვაღებინეთ და მე წინადადებას ვწერ გაძლიერებაზე და თქვენ თურმე საპასუხოდ გაუქმებაზე. მინიმუმ იმის გამბედაობა უნდა ჰქონდა ვინმეს, რომ ლონდა, აზრი არ აქვს, თავს ნუ აკლავ და სამშობიაროდან არ უნდა მეწერა კანონპროექტი მინიმუმ", - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.

ცნობისთვის, დღეს 27 დეკემბერს ბიურომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას მხარი დაუჭირა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია შაბათს, 25 დეკემბერს გავრცელდა.

სახელმწიფო ინსპეტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტი გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტს პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge