png.ge
png.ge
png.ge
16+
06 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

"მოქალაქეები" პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას მხარს უჭერენ

  • პოლიტიკა
  • 29.12.2021
  • 13:36
"მოქალაქეები" პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას მხარს უჭერენ

პარტია "მოქალაქეების" წევრები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას მხარს უჭერენ.

ალეკო ელისაშვილის თქმით, შალვა პაპუაშვილთან მუშაობის საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილება აქვს.

"მე, მასთან განათლების კომიტეტში მუშაობის გამოცდილება მაქვს. ეს იყო ძალიან საინტერესო და საქმიანი გამოცდილება. რა თქმა უნდა იყო ძალიან უსიამოვნო ინციდენტი, ამ პარლამენტში, შალვას მონაწილეობით. უშეცდომო არავინ ვართ, შეცდომები ყველას მოგვდის. ვუსურვებ შალვას, რომ ეს იყოს მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ერთადერთი ასეთი ინციდენტი. შალვა, გისურვებ რომ იყო ყველას თავმჯდომარე, ოპოზიციას მოესვლებოდეს და არ იყოს ჩარაზული კარი ოპოზიციისთვის შენს კაბინეტში და შეიქმნას საქმიანი სივრცე პარლამენტში, სადაც ვიფიქრებთ ქვეყანაზე და ქვეყნის პრობლემებზე", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ლევან იოსელიანის თქმით, პაპუაშვილთან თანამშრომლობის და კონსტრუქციული ურთიერთობის შესაძლებლობას ხედავს.

"ოპოზიციიდან თუ ვინმეს აქვს მასთან მუშაობის გამოცდილების ისტორია, ერთადერთი ვარ მე. ჩვენ ვიყავით თანათავმჯდომარეები საარჩევნო რეფორმის დროს. მე დავინახე შალვასგან თანამშრომლობის და კონსტრუქციული ურთიერთობის შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ დაძაბულ პერიოდში ჩვენთვის და ზოგადად იმ საარჩევნო რეფორმისთვის, რომელიც ერთად განვახორციელეთ", - განაცხადა იოსელიანმა.

შალვა პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს უყრიან კენჭს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge