png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ევროკავშირს სურს მონაწილეობა მიიღოს უსაფრთხოების საკითხებზე აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკებებში

  • მსოფლიო
  • 29.12.2021
  • 14:08
ევროკავშირს სურს მონაწილეობა მიიღოს უსაფრთხოების საკითხებზე აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკებებში

ევროკავშირს სურს მონაწილეობა მიიღოს აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკბებში რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დაძაბულობის დეესკალაციისა და უსფრთხოების საკითხების შესახებ. „ჩვენ არ გვსურს და თავს უფლებას ვერ მივცემთ გარედან ვუყუროთ მოვლენებს“, - განუცხადა ვროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელიმ გერმანულ გამოცემა Die Welt-ს.

ბორელის თქმით, „თუ მოსკოვს სურში იანვარში დაიწყოს ევროპაში უსაფრთხოებაზე მსჯელობა და გარანტიებზე საუბარი, უნდა იცოდეს, რომ ეს ის გარემოებები არ არის, რომლებიც მხოლოდ ამერიკასა და რუსეთს ეხება. ევროკავშირი ამ მოლაპარაკებებში უნდა მონაწილეობდეს. ასეთ მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ ის მჭიდრო კოორდინაცით და ევროკავშირის მონაწილეობით გაიმართება“, - აღნიშნა მან

ბორელის თქმით, მოსკოვს უნდა, რომ შეიქმნას ისეთი სიტუაცია, როდესაც ორი მხარე „ერთმანეთში გავლენის სფეროებს გაიყოფენ“, რასაც ევროკავშირი არასდროს დათანხმდება. მან ასევე მწვავედ გააკრიტიკა მოსკოვის მოთხოვნები უსაფრთხოების გარანტიებისა და ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების შესახებ. ბორელიმ აღნიშნა, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება აქვს თავად გადაწყვიტოს, შევიდეს თუ არ შევიდეს რომელიმე ალიანსში და ეს არ უნდა გახდეს დისკუსიის საგანი.

„ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - დაწერა იმავე დღეს ბორელიმ მიკრობოლოგ Twitter-ზე. მისი თქმით, ევროკავშირის უირველესი პრიორიტეტია თავიდან აიცილოს შემდგომი ესკალაცია. „ნებისმიერი დისკუსია ევროპის უსაფრთხოება ევროკავშირთან კოორდინაციითა და მისი მონაწილეობით უნდა ჩატარდეს“, - დაწერა ბორელიმ.

ცოტა ხნით ადრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები, რომელიც ჟენევაში 10 იანვრისთვის არის დანიშნული, გამჭვირვალე იქნება. თუმცა არ უთქვამს რომ ამ მოლაპარაკებებში ჩათული იქნება ევროკავშირიც.

17 დეკემბერს რუსეთმა გამოქვეყნა მის მიერ შედგენილი შეთანხმების პროექტები, სადაც ნატო-სა და აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიებია მოთხოვნილი. 

პირველი დოკუმენტი გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას და მის შემადგენლობაში უკრაინის მიღებას.

მეორე დოკუმენტში მოსკოვი ვაშინგტონს მოუწოდებს არ განათავსოს შეიარაღება და სამხედროები იქ, სადაც სხვა ქვეყნის მიერ ეს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქნება აღქმული, ასევე თავი შეიკავოს თავისი ცის მიღმა მძიმე ბომბდამშენების გაშვებისა და საბრძოლო ხომალდების გაგზავნისგან იმ წყლებში, საიდანაც შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნის ტერიტორიისთვის დარტყმების მიყენება.

ბოლო პერიოდში რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა შესამჩნევად დაიძაბა უკრაინაში არსებული მდგომარებოს გამო. უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მასირებული გადასროლის ფონზე, დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს დაიწყებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge