png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ერთად "ცოდნის კაფეს" ასაშენებლად

  • საზოგადოება
  • 30.12.2021
  • 14:19
ერთად "ცოდნის კაფეს" ასაშენებლად

წნორში, საზოგადოების უკეთესი განათლებისთვის, სოციალიზაციისთვის, ახალი ინტერესების თუ უნარების აღმოჩენისა და განვითარებისთვის აგურ-აგურ შენდება "ცოდნის კაფე". დონაციების, მეგობრებისა თუ თანამოაზრეების გვერდში დგომით წლებია ეს მულტიფუნქციური სივრცე არსებობს, თუმცა წელს განსაკუთრებული მისია იკისრა და გაფართოების მიზნით საკუთარი შენობის მშენებლობას შეუდგა. 

სტუმრების სიმცირეს არც აქამდე უჩიოდნენ, თუმცა განახლებულ სივრცეში კიდევ უფრო მეტ მკითხველს ელოდებიან. მათ დასახვედრად მზადებაც უკვე დაწყებულია. უფრო გულუხვი მასპინძლობისათვის პროცესში თავისი აგურის დადება ,,თეგეტა ჰოლდინგმაც” გადაწყვიტა. კომპანიის წარმომადგენლები კახეთში გაემგზავრნენ, თან წაიყავნეს გურჯი ხათუნი, მარიტა და ელიოზი ნატვრის ხიდან, ბანდიტი ბებია და ჭრაჭუნები ბავშვებისათვის, ანა კალანდაძის ლექსებიც წაიღეს და არც უცხოური ლიტერატურა დავიწყებიათ. ცოდნის კაფეს თანადამფუძნებელი ქეთი მოლაშვილი გვიყვება, რომ მხატვრული ლიტერატურა წნორის მცხოვრებლებმა თავად შეარჩიეს.

"დაგვიკავშირდა თეგეტა, გამოგვკითხა რა წიგნები არ გვქონდა ამ ეტაპზე, რა გვაკლდა, რეგიონის მცხოვრებლებს რისი ინტერესი ჰქონდათ. ჩვენთან აქტიურად დადიან ახალგაზრდა მკითხველები და მათ სულ ვეკითხებით რა ტიპის წიგნებს კითხულობენ. ასევე გვაქვს 60+ ბიბლიოთეკა. ვიცით რა ტიპის ლიტერატურას ანიჭებენ უპირატესობას ისინი. ამის მიხედვით შევქმენით წიგნების ბაზა. ახალ "ცოდნის კაფეში" გვექნება ქართული და ინგლისურ ენოვანი დიდი ბიბლიოთეკა. შედეგად, რეგიონში მეტად განვითარების შესაძლებლობა ექნებათ ახალგაზრდებს და 60 წელს გადაცილებულ ადამიანებსაც. მათი სოციალიზაცია ვფიქრობთ, რომ სრულად მოხერხდება ჩვენს სივრცეში."

"ცოდნის კაფე" რეგიონის ერთადერთი მულტიფუნქციური სივრცეა, რომლითაც წნორის მოსახლეობა სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობს. საგანმანათლებლო ცენტრს ყოველდღიურად სტუმრობენ ბავშვები, მოზარდები, საშუალო ასაკის ადამიანები და მოხუცები. მხარდამჭერებისგან მიღებული თანხა კი სრულად ხმარდება "ცოდნის ფონდსა" და არაფორმალური განათლების დაფინანსებას.

"ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის ბიზნესის მხარდაჭერა ნიშნავს გადარჩენას. ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ შემთხვევაში თეგეტამ. ვფიქრობთ, ასევე ერთობლივი ძალებით მომავალშიც შევძლებთ არა ერთი აქტივობა დავგეგმოთ რეგიონის განვითარებისთვის. იმ ქვეყნებში, სადაც ბიზნესი განათლების ხელშეწყობის პროცესშია ჩართული, უკეთესი სამოქალაქო საზოგადოება ყალიბდება", - ცოდნის კაფეს თანადამფუძნებელი ქეთი მოლაშვილი. 

თეგეტა ჯგუფის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, "ცოდნის კაფე" ზრუნვის პლატფორმაზეც განთავსდა, - ვებგვერდზე tegeta.care "ცოდნის კაფეს" მარტივად იპოვით და სურვილის შემთხვევაში შეძლებთ მის განვითარებაში საკუთარი წვლილიც შეიტანოთ. "ცოდნის კაფე" ახალი ბიბლიოთეკით, უფრო მეტი წიგნით, უფრო კომფორტული სივრცეებითა და განახლებული ძალებით შემოდგომაზე გაიხსნება. მანამდე კი ყველას, ვისაც სოციალური საწარმოს მშენებლობაში წვლილის შეტანა სურს, ზრუნვის პლატფორმა tegeta.care ყველასათვის ღიაა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge