ისრაელში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა ორი პილოტი
- მსოფლიო
- 04.01.2022
- 11:24
ისრაელის ჩრდილოეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევა საპორტო ქალაქ ჰაიფის რაიონში მოხდა. ავიაკატასტროფას ორი პილოტი ემსხვერპლა. ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი დაშავდა, ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების ინფორმაციით, ვერტმფრენმა კატასტროფა სასწავლო ფრენის დროს განიცადა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, სასწავლო ფრენები დროებით შეჩერდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200