png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ნაზარბაევმა ყაზახეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

  • მსოფლიო
  • 05.01.2022
  • 18:17
ნაზარბაევმა ყაზახეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა ყაზახეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომართ-თოყაევმა საგანგებო ტელემიმართვისას განაცხადა.

ამ დროისთვის უცნობია, ნაზარბაევმა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დროებით დატოვა თუ საბოლოოდ.

თოყაევის განცხადებით, ყაზახეთის უშიშროების საბჭოს ამიერიდან თავად ჩაუდგება სათავეში. მისივე განცხადებით, ის აპირებს, რომ წინ აღუდგეს ქვეყანაში არსებულ დაპირისპირებას, "რაც შეიძლება მკაცრად".

ყაზახეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ დედაქალაქში რჩება და არსად წასვლას არ გეგმავს.

მისი თქმით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს, რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთს 30 წლის განმავლობაში განაგებდა. 2019 წლის მარტში ნაზარბაევმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. გადადგომის მიუხედავად, ნაზარბაევი რჩებოდა უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად და მმართველი პარტიის თავმჯდომარედ.

ყაზახეთი მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ყაზახეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის გაზრდილი ფასის გამო დაიწყო. მასობრივი პროტესტის ფონზე, ყაზახეთის მთავრობა გადადგა.

თავდაპირველად დემონსტრაციები მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც ყაზახეთის პრეზიდენტმა ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა ქალაქ ალმათში, სადაც დემონსტრანტები ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ და გადაწვეს. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა ცეცხლს მისცეს ალმათში მდებარე მმართველი პარტია Nur Otan-ის ერთ-ერთ ოფისი და გენერალური პროკურატურის შენობა.

ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ-თოყაევმა დედაქალაქ ნურ-სულთანში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge