primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
18 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვერ სახელმწიფოებს დახმარებისთვის მიმართა

  • მსოფლიო
  • 05.01.2022
  • 23:32
ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვერ სახელმწიფოებს დახმარებისთვის მიმართა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვერ სახელმწიფოებს დახმარებისთვის მიმართა.

მისი თქმით, ტერორისტული ბანდები თავს ესხმიან მსხვილ ობიექტებს და მათი ქმედებები წარმოადგენს აგრესიის აქტს.

„ტერორისტულმა ბანდებმა მომზადება გაიარეს საზღვარგარეთ, მათი თავდასხმები ყაზახეთში უნდა განვიხილოთ, როგორც აგრესიის აქტი. ამასთან დაკავშირებით, ვეყრდნობი რა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულბას, დღეს მივმართე ორგანიზაციის ქვეყნების ლიდერებს, რათა დახმარება გაუწიონ ყაზახეთს ამ ტერორისტული საფრთხის აცილებაში“, - განაცხადა თოყაევმა სატელევიზიო მიმართვაში.

მისი განცხადებით, „ტერორისტულმა ბანდებმა ხელში ჩაიგდეს ინფრასტრუქტურული ობიექტები. მისივე თქმით, ალმათიში მათ დაიკავეს აეროპორტი და ხელთ იგდეს ხუთი თვითმფრინავი, მათ შორის უცხოეთის. თოყაევმა აღნიშნა, რომ ქალაქი  მოიცვა „თავდასხმებმა, ნგრევამ და ვანდალიზმმა“.

თოყაევის თქმით, ალმათისთან მიმდიანარეობს შეტაკებები ტერორისტულ დაჯგუფებებსა და ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო-სადესანტო დანაყოფებს შორის.

მისი თქმით, თავდამსხმელებმა დაიკავეს შენობები, სადაც განთავსებულია საბრძოლო იარაღი.

თოყაევმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებსს მოქალაქეებისა და ქვეყნის ინტერსების დასაცავად.

ყაზახეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის გაზრდილი ფასის გამო 2 იანვარს, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რეგიონში დაიწყო.

მოგვიანებით, საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ დემონსტრაციებში გადაიზარდა, სადაც გაჩნდა ეკონომიკური და პოლიტიკური მოთხოვნები.

4 და 5 იანვარს ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ქალაქ ალმათიში, სადაც დემონსტრანტებისა და უსაფრთხოების ძალების შეტაკებები გაიმართა. ალმათიში დემონსტრანტებმა დაიკავეს და გადაწვეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა.

გარდა ამისა, დემონსტრანტებმა ცეცხლს მისცეს ალმათში მდებარე მმართველი პარტია Nur Otan-ის ერთ-ერთ ოფისი და გენერალური პროკურატურის შენობა.
იუწყებია, რომ არიან დაღუპულები და დაშავებულები, როგორც დემონსტრანტთა, ასევე უსაფრთხოების ძალების მხრიდან.

მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, ყაზახეთის მთავრობა გადადგა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge