png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ყაზახეთში ჯარების შეყვანის ფონზე, ევროკავშირი რუსეთს ყაზახეთის სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდებს

  • მსოფლიო
  • 06.01.2022
  • 18:26
ყაზახეთში ჯარების შეყვანის ფონზე, ევროკავშირი რუსეთს ყაზახეთის სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდებს

ევროკომისიამ, ევროპის კავშირის მთავარმა აღმასრულებელმა ორგანომ, რუსეთს ყაზახეთის სუვერენიტეტის პატივისცემსკენ მოუწოდა.

ამ გამაფრთხილებელი განცხადების ფონია, ყაზახეთში, ვითარების დასტაბილურების მოტივით, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ეგიდით, რუსი სამხედროების გადასროლა.

ამასთან, ევროკომისია ძალადობისა და დაპირისპირების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.

"ძალადობას წერტილი უნდა დაესვას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისა და სიტუაციის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ. ნათელია, რომ ევროკავშირი მზად არის და ისურვებს, რომ მხარი დაუჭიროს დიალოგის წამოწყებას ქვეყანაში", - ნათქვამია ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ყაზახეთი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის გაზრდილი ფასის გამო 2 იანვარს, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რეგიონში დაიწყო.

მოგვიანებით, საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ დემონსტრაციებში გადაიზარდა, სადაც გაჩნდა ეკონომიკური და პოლიტიკური მოთხოვნები.

4 და 5 იანვარს ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ქალაქ ალმათში, სადაც დემონსტრანტებისა და უსაფრთხოების ძალების შეტაკებები გაიმართა. იუწყებიან, რომ შეტაკებებს ათეულობით დემონსტრანტი ემსხვერპლა, დაღუპულია 10-ზე მეტი პოლიციელი.

პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ-თოყაევმა აქციის მონაწილეებს ტერორისტები უწოდა და მათი თავდასხმა ყაზახეთზე განხორციელებული აგრესიის აქტად შეაფასა. ამასთან, თოყაევმა კოლექტიური უსაფრთოების ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარების თხოვნით მიმართა, რაზედაც თანხმობა მიიღო. რუსეთმა უკვე დაიწყო, სამშვიდობო ოპერაციის ეგიდით, ყაზახეთში სამხედროების გადასროლა.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge