png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

რუსეთი უკრაინის საკითხზე აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვით ევროკავშირის გვერდის ავლას ცდილობს - ჟან-ივ ლე დრიანი

  • მსოფლიო
  • 07.01.2022
  • 19:22
რუსეთი უკრაინის საკითხზე აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვით ევროკავშირის გვერდის ავლას ცდილობს - ჟან-ივ ლე დრიანი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვით ევროკავშირი უკრაინის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის განხილვას ჩამოაშოროს. „ვლადიმირ პუტინს სურს ევროკავშირის გვერდის ავლას, მას სურს დაასუსტოს ვეროკავშირის ქვეყნების ერთიანი პოზიცია. მაგრამ ევროპის უსაფრთხოება ევროპელების გარეშე წარმოუდგენელია“, - განაცხადა ლე დრიანმა ტელერახ BFM TV-ის ეთერში.

მინისტრის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შესაძლო სამხედრო მოქმედებები ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს სერიოზულ სტრატეგიულ შედეგებს, მისი თქმით, მათ შორის ერთ-ერთი ასეთი შედეგი, შესაძლოა, იყოს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტზე შეთანხმების გადახედვა. ლე დრიანმა აღნიშნა, რომ პუტინის  გარანტიების მიუხედავად, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრიდან ჯარს გაიყვანს, პარიზი ამის რეალურ სურათს ვერ ხედავს.

რუსეთისა და ამერიკის წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპრაკებები ჟენევაში 10 იანვარს დაიწყება. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საკითხი იქნება.

2021 წლის გაზაფხულზე რუსეთმა ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი სამხედრო გადაისროლა. დასავლეთი შიშობს, რომ მოსკოვი უკრაინაზე თადასხმას გეგმავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge