png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

პრესსპიკერის განცხადებით, ნაზარბაევი ყაზახეთში იმყოფება

  • მსოფლიო
  • 08.01.2022
  • 13:47
პრესსპიკერის განცხადებით, ნაზარბაევი ყაზახეთში იმყოფება

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის პრესსპიკერი აიდოს უკიბაი ირწმუნება, რომ ნაზარბაევს ყაზახეთი არ დაუტოვებია და დედაქალაქ ნურ-სულთანში იმყოფება. განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა.

"ელბასი (ერის მამა) ყაზახეთის დედაქალაქში, ნურ-სულთანში იმყოფება. გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ ცრუ და სპეკულაციურ ინფორმაციას. ელბასი ატარებს არაერთ საკონსულტაციო შეხვედრას და პირდაპირ კავშირზეა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ-თოყაევთან", - წერს პრესსპიკერი.

უკიბაის განცხადებით, ნაზარბაევმა რამდენიმე სატელეფონო საუბარი გამართა მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტებთან.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაზარბაევმა და მისმა ქალიშვილებმა თავიანთ ოჯახებთან ერთად ყაზახეთი დატოვეს. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ნაზარბაევმა დატოვა ყაზახეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა, რომელსაც ის პრეზიდენტობიდან გადადგომის შემდეგ ინარჩუნებდა.

შეგახსენებთ, ყაზახეთი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის გაზრდილი ფასის გამო 2 იანვარს, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რეგიონში დაიწყო. მოგვიანებით, საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ დემონსტრაციებში გადაიზარდა, სადაც გაჩნდა ეკონომიკური და პოლიტიკური მოთხოვნები.

მწვავე პროტესტების ფონზე გადადგა ქვეყნის მთავრობა.

4 და 5 იანვარს ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ქალაქ ალმათში, სადაც დემონსტრანტებისა და უსაფრთხოების ძალების შეტაკებები გაიმართა. იუწყებიან, რომ შეტაკებებს ათეულობით დემონსტრანტი ემსხვერპლა, დაღუპულია 10-ზე მეტი პოლიციელი.

პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ-თოყაევმა აქციის მონაწილეებს ტერორისტები უწოდა და მათი თავდასხმა ყაზახეთზე განხორციელებულ აგრესიის აქტად შეაფასა. თოყაევმა მითითება მისცა სამართალდამცავებს, რომ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუფრთხილებლად გაუხსნან.

თოყაევმა დახმარების თხოვნით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა, რის შემდეგაც, ქვეყანაში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამხედროები განთავსდნენ. კოლექტიური სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დანაყოფები შედიან.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge